ჯანმრთელობააქტუალური
"კვლე­ვამ პირ­და­პირ აჩ­ვე­ნა, რომ ეს პრეპარატი 24 სა­ათ­ში წყვეტს ვირუსის რეპლიკაციას... თუ ამან ბო­ლომ­დე გა­ა­მარ­თლა, ნამ­დვი­ლი გარ­და­ტე­ხა იქნება" - მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ
"კვლე­ვამ პირ­და­პირ აჩ­ვე­ნა, რომ ეს პრეპარატი 24 სა­ათ­ში წყვეტს ვირუსის რეპლიკაციას... თუ ამან ბო­ლომ­დე გა­ა­მარ­თლა, ნამ­დვი­ლი გარ­და­ტე­ხა იქნება" - მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ

ბოლო დღე­ებ­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენტ მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის შე­სა­ხებ. ით­ქვა ისიც, რომ შე­საძ­ლოა, იგი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ვაქ­ცი­ნა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვის მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი ეტა­პია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იმე­დის­მომ­ცე­მი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. არის მო­ლო­დი­ნი, რომ მე­დი­კა­მენ­ტმა, შე­საძ­ლოა, მო­ა­ხერ­ხოს და 24 სა­ათ­ში გა­წყვი­ტოს ვირუ­სის რეპ­ლი­კა­ცია და გა­და­ცე­მა.

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა ambebi.ge- სთან აცხა­დებს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­მართ დიდი ოპ­ტი­მიზ­მით არ არის გან­წყო­ბი­ლი, რად­გა­ნაც მას იყე­ნებ­დნენ სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და რა­ი­მე
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი არ გა­მო­უ­ღია. თუმ­ცა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის შე­დე­გი, რაც კვლე­ვის სა­წყის ეტაპ­ზე მოლ­ნუ­პი­რა­ვირ­მა აჩ­ვე­ნა, იმე­დის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა.

"კვლე­ვამ პირ­და­პირ აჩ­ვე­ნა, რომ მოლ­ნუ­პი­რა­ვირს აქვს კარ­გი ეფექ­ტი sars cov 2 - ის წი­ნა­აღ­მდეგ - იგი 24 სა­ათ­ში წყვეტს მის რეპ­ლი­კა­ცი­ას. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ იმე­დის­მომ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ჯერ­ჯე­რო­ბით მეტი არა­ფე­რი. სა­ჭი­როა, კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბა და სა­ბო­ლოო ფა­ზა­შიც იგი­ვე შე­დე­გის მი­ღე­ბა. თუ ამან ბო­ლომ­დე გა­ა­მარ­თლა, ეს იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი გარ­და­ტე­ხა", - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა. 
იხილეთ სრულად


ბეჭდვა