რომელი ფრაზები არ უნდა გამოიყენოთ ბავშვის გამოკვების დროს ბავშვებმა, როგორც წესი, იციან რამდენი უნდა ჭამონ, იციან როდის არის საკმარისი. უფროსებო, დაეხმარეთ პატარებს, მოუსმინონ საკუთარ სხეულს ამ სასარგებლო ჩვევის შენარჩუნებაში. ბავშვებს, რომლებიც ყურს უგდებენ საკუთარ თავს, მოზრდილ ასაკში წონასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად აქვთ.
იგნორირებას ნუ გაუკეთებთ ფრაზას: „აღარ მინდა“, მაშინაც კი, როცა თვლით, რომ არასაკმარისად მიირთვა. ამით დაეხმარებით ბავშვს „ჯანმრთელი წონის“ შენარჩუნებაში. გაითვალისწინეთ შემდეგი წესები: შესთავაზეთ, თვითონ გადაიღოს საჭმელი თეფშზე. თუ ბავშვი პატარა ასაკისაა, ეთამაშეთ „თვითმომსახურება“, იმ პირობით, თუ თქვენ დაუჭერთ თეფშს. უთხარით, ომ ჯერ გადაიღოს ცოტა, მაგრამ ისიც დააყოლეთ, ომ თუ კიდევ მოუნდება, შეუძლია გადაიღოს რამდენიც მოუნდება. ნუ შეაქებთ სუფთა თეფშისთვის. ბავშვმა უნდა შეჭამოს იმდენი, ამდენიც მას უნდა და არა იმდენი, რაც - დედას, მამას, ბებიას და ბაბუას გულს გაუხარებს. ნუ შესთავაზებთ ბავშვს ტკბილეულს მაშინ, როდესაც ის გაბრაზებულია ან ცუდ ხასიათზეა. ეს მიგიყვანთ იქამდე, რომ იგი შეჭამს მაშინაც, როცა არ შია. საჩუქრად ნუ მისცემთ ტკბილეულს. მაგალითად ფრაზა - „არ მოგცემ ტკბილეულს, სანამ არ შეჭამ ბოსტნეულს“, ნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის არა ბოსტნეული, არამედ ტკბილეული. შეეცადეთ არ აუკრძალოთ ესა თუ ის პროდუქტი, რადგან როდესაც წამოიზრდება და მისთვის ხელმისაწვდომი გახდება „აკრძალული ხილი“, მაშინ შეჭამს ბევრად მეტს, რომც არ შიოდეს მაინც. შეხედეთ სურათს გამოიყენეთ ფრაზები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს, არ შეჭამონ ზედმეტი საკვები. ნუ გამოიყენებთ იმ ფრაზებს, რომლებითაც მის გაღორმუცელებას შეუწყობთ ხელს:
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვი არ გასუქდეს