ცნობილი იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფაიზერის" ვაქცინის შესახებ საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს.
"23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში, გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ. ვაქცინაციის პირველი მომხრე მე ვარ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტების ინგორირება დაუშვებელია, დაველოდოთ სამედიცინო გამოძიების შედეგებს! იმედია, სასწორის ორი პინა, სადაც რისკი და სარგებელია, რისკის მხარეს არ გადაიწონება!"- წერს ბიძინა კულუმბეგოვი და დასტურად ეს სტატია მოჰყავს.
ვაქცინაცია ნაჩქარევად მიაჩნია ჯანდაცვის ექსპერტს, გიორგი ფხაკაძესაც.
"ჯობია საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს მისი დამტკიცებიდან 60 დღის შემდეგ. ბრიტანეთში მიმდინარეობს ვაქცინაცია და იქ ისეთი ელექტრონული ბაზებია, მაშინვე
ამოტივტივდება, თუ რაიმე სახის გართულებები გამოიწვია. იქ ვერავინ ვერაფერს დამალავს. ყველაფერი ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ არის. ამიტომ დაველოდოთ, ხალხნო, პირველ შედეგებს, რომლებსაც უკვე თებერვალში დავინახავთ. თუ მასობრივი პრობლემები არ გამოჩნდა, ესე იგი უსაფრთხოა. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება ვინმემ გაიკეთოს ვაქცინა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს, მაგრამ სულ არ იყოს ეს ვაქცინის ბრალი - სიკვდილი დედამიწაზე ვაქცინაციით ხომ არ გაჩერდება. ჩემი რჩევაა, დაველოდოთ შედეგებს,“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველო არც არის მზად ვაქცინაციის დასაწყებად, რადგან ერთიანი ელექტრონული სამედიცინო ბაზა არ აქვს" - განაცხადა ფხაკაძემ ერთ-ერთ ვიდეოლაივის მსვლელობისას.