"ორი დღეა დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან, შემთხვევით კოვიდის "ახალი გართულება" ხომ არ აქვთ მათ შვილებს" - პედიატრის მიმართვა მშობლებს
"ორი დღეა დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან, შემთხვევით კოვიდის "ახალი გართულება" ხომ არ აქვთ მათ შვილებს" - პედიატრის მიმართვა მშობლებს
პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს მშობლებისთვის, რომლებიც შეშინდნენ კოვიდის შემდგომი სინდრომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით:

"2 დღეა კუჭაშლილი ბავშვების დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან, შემთხვევით კოვიდის "ახალი გართულება" ხომ არ აქვთ მათ შვილებს.
მგონი მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი პოსტი მომწიფდა:
მეგობრებო, MIS-C ანუ ბავშვთა მულტისისტემური ანთების სინდრომი ძალიან იშვიათი (!) და თითქმის ყოველთვის ძალიან მძიმე (!) მდგომარეობაა.
როგორც თავად სახელი გვეუბნება, დაავადება მულტისისტემურია, ანუ ორგანოთა რამდენიმე სისტემას მოიცავს. ის არასოდეს (არასოდეს!) შემოიფარგლება მხოლოდ ერთი, მაგალითად კუჭ-ნაწლავის, სისტემით.
მოკლედ, სრულიად წარმოუდგენელია,
რომ ბავშვს, რომელსაც ფაღარათის, ღებინების და მუცლის ტკივილის გარდა არაფერი აწუხებს და სიცხეც კი არ ჰქონია, ან 1-2 დღეში დაუმთავრდა, MIS-C ჰქონდეს.
ცხადია, MIS-C-ზე ჯერ ძალიან ცოტა რამეა ცნობილი, მაგრამ ცალკე CDC-მ და ცალკე WHO-მ ძალიან გარკვევით განსაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ისმება დიაგნოზი. ამ კრიტერიუმებიდან თუ მხოლოდ ერთი სრულდება (კუჭ-ნაწლავის აშლილობა) ვერანაირ მულტიანთებით პროცესზე ვერ ვილაპარაკებთ (დეტალები - ფოტოზე).
ამიტომ,
არა, კოვიდგადატანილ ბავშვს თუ ფაღარათი აქვს, მაშინვე მულტისისტემური ანთების სინდრომზე არ უნდა ვიფიქროთ. უბრალოდ ელექტროლიტები (რეჰიდრონი) უნდა დავალევინოთ.
კი, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ზუსტად ისევე, როგორც ყოველთვის.
კი, პედიატრს უნდა მიმართოთ. განსაკუთრებით, თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, თუ სიცხე 3 დღეზე მეტად გახანგრძლივდა, ან თუ სხვა,
კუჭ-ნაწლავთან დაუკავშირებელი ჩივილები დაემატა.
სულ ეს არის.
P.S. მოსახლეობის სამედიცინო განათლებაზე ზრუნვა ფრიად დასაფასებელია, მაგრამ აქცენტებს თუ სწორად გავაკეთებთ, ურიგო არ იქნება".
7882
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ესეც გამომივიდა ჭკვიანი პედიატრი– სასაცილოა
0
მადლობა უთხარით გიორგის ინფორმაციას უფასოდ რომ გაწვდით, თქვენ რა ხალხი ხართ, ვირო მადლიო ასეა თქვენი საქმე. თუ ვინმე ფეთდება ეს სხვა ამბავია მაგრამ ინფორმაციას იმისთვის გაწვდიან რომ სწორი დასკვნა გამოიტანოთ, კარგად რომ მოგესმინათ გაგებდით რომ პირველივე კუჭის აშლაზე როგორც ეს ვაი პედიატრი ბრძანებს ექიმს არ უნდა ეცეთ. კარგად განმარტა გიორგიმ რაც იყო პოსტკოვიდური სინდრომი ბავშვებში, აგერ პედიატრს რომელსაც კონსულტაციაში ფულს უხდით, პასუხის გაცემაც ეზარება კუჭაშლილი ბავშვების მშობლები მომმართავენო, კაცმა დაგიღეჭათ და ვერ გაიგეთ, თქვენ ათ დიპლომიანებს თუ ის უჭკვიანესი გიორგი არ გჯობდეთ ბევრად, ყველაფერში თან, ექიმი ჯერ ადამიანი უნდა იყო მერე ექიმი. თუმცა თქვენი ექიმი–პედიატრის ფასი კაპიკია მადამ!!!
23:06 / 14-02-2021
ნია
0
ეს პედიატრი,ღიღობერიძეს თუ გულისხმობს,აქცენტები სწორად გააკეთონ, მართლა ვ ა ი.....
21:04 / 17-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი