კორონავირუსის გავრცელების მხრივ დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის მეხუთე დონე გამოაცხადა. კორონავირუსთან დაკავშირებულ სიახლეებზე "კვირის პალიტრას" ვირუსოლოგი ტატა ქებაძე ესაუბრება. ის ლონდონში იმპერიალ კოლეჯის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლავთ.
ყოფილა, იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი არ დაკეტილა, სკოლებიც კი მუშაობდა, ახლა კი უკვე რამდენიმე დღეა, სკოლებიც დაკეტეს, უმაღლესი სასწავლებლებიც სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ბაგა-ბაღები მუშაობს მხოლოდ მათი შვილებისთვის, ვინც ახლა მუშაობს, მაგალითად, ექიმების, სუპერმარკეტების თანამშრომლების და ა.შ.
ახალი მუტაციის შედეგად ერთი რამ შევნიშნეთ - პირველი ტალღის დროს ბავშვებში შემთხვევები თითქმის არ გვქონია, ახლა ბავშვებშიც არის, თუმცა რთულად მიმდინარე - არა. ძირითადად, თავის ტკივილი ან დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ, ერთი-ორი დღის შემდეგ კი კარგად არიან. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვები გადასარევი გადამტანები არიან ამ ვირუსის და "შესანიშნავი" მიმტანებიც.
ჰონკონგში ამბობენ, რომ მეორედ ინფიცირების შემთხვევა ჰქონდათ. მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ. გარდა ანტისხეულებისა, ორგანიზმს აქვს მეხსიერება. ერთხელ ტელევიზიით ამბობდა ამერიკელი ექიმი, კორონავირუსი პირველთან შედარებით მეორედ უფრო მძიმედ გადავიტანეო. ბოლომდე რომ ვუყურე, აღმოჩნდა, რომ პირველ ჯერზე მას ტესტი არ გაუკეთებია და თვითონ დაასკვნა, რომ ინფიცირებული იყო. შეუძლებელია, ორგანიზმს ვირუსი გადატანილი ჰქონდეს და მეორედ უარესად დაგემართოს. შეიძლება დაგემართოს, მაგრამ აუცილებლად - უფრო სუსტად.