- ბავშვებში ძირითადად COVID-19-ის მსუბუქი ფორმები გვხვდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედ და კლინიკური გამოვლინებები მოზრდილებისგან განსხვავდებოდეს. 2020 წლის აპრილში გაერთიანებულ სამეფოში კავასაკის სინდრომისა და ტოქსიური შოკის სინდრომის არასრული გამოვლინება აღიწერა.შემდეგ
MIS-C-ის პათფიზიოლოგია არ არის კარგად შესწავლილი, ითვლება, რომ გამოწვეულია ვირუსის პათოლოგიური იმუნური რეაქციით, KD-ს ზოგიერთი კლინიკური მსგავსებით - მაკროფაგების აქტივაციის სინდრომსა და ციტოკინების გამოყოფის სინდრომთან. თუმცა, MIS-C-ს აქვს იმუნოფენოტიპი, რომელიც განსხვავდება KD და მაკროფაგების აქტივაციის სინდრომისგან. დაავადებული ბავშების უმეტესობას აქვთ დადებითი სეროლოგია SARS-CoV-2-ის უარყოფითი PCR-ით, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჰიპოთეზას, რომ MIS-C უკავშირდება იმუნური რეგულაციების დარღვევებს მწვავე ინფექციის ჩათავების შემდეგ, ზოგიერთს აქვს დადებითი PCR ტესტი (მე პირადად მქონდა ორი შემთხვევა, როდესაც სეროლოგიით აღმოჩნდა SARS-CoV-2 Ig-G ანტისხეულები. ორივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა).
- გვითხარით მულტისისტემური ანთების სინდრომის სიმპტომების შესახებ, რასაც მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება.
მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სიმპტომებია:
- გახანგრძლივებული/მუდმივი ცხელება (საშუალო ხანგრძლივობა ოთხიდან ექვსამდე) - ძნელად ექვემდებარება ანტიპირეტიულ საშუალებებს -100%
- გასტროინტესტინული სიმპტომები (მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება) - 60-100%
- გამონაყარი - 45-60%
- კონიუქტივიტი - 30-81%
- ლორწოვანი გარსის დაზიანება - 27-76%
- ნეიროკოგნიტური სიმპტომები (თავის ტკივილი, ლეთარგია, დაბნეულობა) - 29-58%
- ყელის ტკივილი - 10-16%
- მიალგია - 8-17%
- კიდურების (მტევანი, ტერფი) შეშუპება - 9-16%
- ლიმფადენოპათია 6-16%
კლინიკური გამოვლინებებია:
- შოკი 32-76%
- სრულყოფილი კავასაკის დაავადების კრიტერიუმები- 22-64%
- მიოკარდიუმის დისფუნქცია- 51-90%
- არითმია 12%
- მწვავე რესპირაციული უკმარისობა, რესპირატორული დისტრესი,რომელიც მოითხოვს ინვაზიურ ან არაინვაზიურ ვენტილაციას-28-52%
- თირკმლის მწვავე უკმარისობა 8-52%
- სეროზიტი 24-50% (პლევრის მცირე, პერიკარდიული და ასციტური გამონაჟონი)
- ჰეპატიტი ან ჰეპატომეგალია 5-21%
- ენცეფალოპათია, კრუნჩხვები, კომა ან მენინგოენცეფალიტი 6-7%
ლაბორატორიული ცვლილებები მოიცავს:
- სისხლის უჯრედების პათოლოგიურ ცვლილებებს : ლიმფოციტოპენია, ნეიტროფილია, მუბუქი ანემია, თრომბოციტოპენია
- მომატებული ანთების მარკერები: C რეაქტიული ცილა, ედსი,ფერიტინი,D-დიმერი, ფიბრინოგენი, პროკალციტონინი, ინტერლეიკინ-6.
- მომატებული კარდიული მაკერები: ტროპონინი, BNP ან NT ტერმინალური პრო ნატრიურეზული პეპტიდი (NT-pro-BNP).
- ჰიპოალბუმინემია
- საშუალოდ მომატებული ღვიძლის ფერმენტები
- მომატებული ლაქტატდეჰიდროგენაზა, ჰიპერტრიგლიცერიდემია
ექოკარდიოგრაფია- ექოკარდიოგრაფული დასკვნები შეიძლება მოიცავდეს:
- LV ფუნქციის დეპრესია
- კორონარული არტერიის პთოლოგიას, დილატაციის ან ანევრიზმის ჩათვლით
- მიტრალური სარქვლის უკმარისობა
- პერიკარდიუმის გამონაჟონი.
მუცლის ღრუს ვიიზუალიზაცია - მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიის ან CT კვლევის დასკვნებშია: თავისუფალი სითხე, ასციტი, ნაწლავის და მეზენტერიული ანთება, მოიცავს ტერმინალურ ილეიტსაც. მეზენტერიულ ადენოპათია/ადენიტი, ან პერიქოლეცისტური შეშუპება.
აუცილებელია კლინიკური ნიშნების დროული ამოცნობა და პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკაში. მულტიდისციპლინური თერაპიული მართვა მოიცავს: ბავშვთა პროფილის ინფექციონისტის, რევმატოლოგის, კარდიოლოგის, ინტენსიური თერაპიის ექიმისა და ჰემატოლოგის ჩართვას. დროული და სწორად წარმართული თერაპიის დროს აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოსავალი კეთილსაიმედოა. P.S აღნიშნული მულტისისტემური ანთების სინდრომი არ არის ახალი და ის ხშირად გვხვდება სხვადასხვა ეპიდემიისა და პანდემიის დროს.
თამარ იაკობაშვილი