ექიმი დერმატოლოგი და ბლოგერი ზაზა თელია კავასაკის დაავადების შესახებ საუბრობს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია:
როგორც წესი დაავადება გვხვდება ბავშვებში 6 წლამდე ასაკში. პიკური ავადობა 1 წლიდან 2 წლამდე.
უფრო ხშირია ბიჭებში.
უპირატესად გვხვდება აღმოსავლეთ აზიაში და აზიური წარმომავლობის ადამიანებში.
ის გვხვდება არარეგულარულად და ძირითადად ეპიდემიების დროს. ასევე ახასიათებს სეზონურობა - უპირატესად ვლინდება ზამთარში და გაზაფხულზე.
ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღეისათვის უცნობია. დაავადების რამოდენიმე კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემი ვარაუდობს მის ინფექციურ, ეტიოლოგიაზე - მაგალითად ვირუსული გამომწვევის ან სტაფილოკოკუს აურეუსის სუპერანტიგენის გამოყოფის შედეგად ხდება ციტოკინების მასიური გამოთავისუფლება, რომელიც ვითარდება არანორმალური იმუნოლოგიური პასუხის შედეგად გენეტიკურად დეტერმინირებულ პირებში.
მწვავე დაავადების მიმდინარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს ტაქიკარდია, ეკგ-ზე ცვლილებები, პერიკარდიუმში გამონაჟონი, სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება, მიტრალური რეგურგიტაცია.
მკურნალობის გარეშე დატოვებული შემთხვევების 20-25%-ში შესაძლებელია განვითარდეს გულის კორონარული არტერიების ანევრიზმა, რომელმაც თავის მხრივ გამოიწვიოს თრომბოზი და ინფარქტი.
სიცხე, რომელიც გრძელდება არანაკლებ 5 დღისა + 5 სიმპტომიდან მინიმუმ 4
პოლიმორფული გამონაყარი ბილატერალური კონიუქტივიტი პირის ღრუს ლორწოვანის ცვლილებები კისრის ლიმფური კვანძის გადიდება კიდურის პერიფერიული ნაწილების კანის ცვლილებები ლაბორატორიულად შეიძლება შეგვხვდეს
ლეიკოციტოზი მომატებული ედს მომატებული CRP კავასაკი საეჭვო იქნება თუ დაავადების სიმპტომების დაწყებიდან 7 დღის შემდეგ ედს, CRP და თრომბოციტები ნორმაშია, მაგრამ ამის მიუხედავად ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში აზრი იხრება კავასაკის დაავადების არსებობის მხარეს.
ყველა პაციენტს კავასაკის დაავადებით უნდა ჩაუტარდეს ექოკარდიოგრაფია დაავადების მწვავე პერიოდში და 3 და 6 კვირაზე სიცხის დაწყებიდან.
პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება სრულად, თუმცა დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა განაპირობოს კარდიოლოგიური გართულებები.
მაღალი ტემპერატურის გამო რთულია სითხეებით დატვირთვა და კვება შესაბამისად როგორც წესი საჭიროა ინტრავენურად სითხეების გადასხმა.
როგორც კი კავასაკის დაავადების დიაგნოზი ისმება საჭიროა დაწყებულ იქნას:
ინტრავენური იმუნოგლობულინი (IVIG), ან გამა გლობულინი + ასპირინი
ასპირინი მაღალი დოზით 80-100 მგ/კგ წონაზე/დღეში გაყოფილი 4 დოზად დღეში უნდა გაგრძელდეს დაავადების მწვავე ფაზის პერიოდში. მოყოლებული 3-5 მგ/კგ/წონაზე დღიურად სანამ მწვავე ანთებითი მარკერები როგორიცაა ედს-ი არ ჩადგება ნორმაში.
ის ამ დოზით უნდა გაგრძელდეს დაავადების მე-14 დღემდე ან სულ მცირე მანამდე სანამ პაციენტი სიცხის გარეშეა 48-დან 72 საათის განმავლობაში.
თუ გვაქვს კორონარული არტერიების დაზიანების სურათი ასპირინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ პათოლოგია არ გამოსწორდება.
თუ გვაქვს კორონარული ანევრიზმის სურათი ასპირინით მკურნალობა გრძელდება განუსაზღვრელი ვადით.
ინტრავენურ იმუნოგლობულინს (IVIG) აქვს სინერჯისტული (გამაძლიერებელი) ეფექტი ასპირინთან ერთად და ამცირებს მწვავე ანთებით პროცესს. მათი მაქსიმალური ეფექტი ფიქსირდება თუ ისინი დაწყებულია დაავდების პირველი 10 დღის განმავლობაში.
ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით ვაქცინაცია (წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა) გადავადებული უნდა იყოს მინიმუმ 11 თვით IVIG-ით მკურნალობის შემდეგ!
კავასაკი შეიძლება შეგვხვდეს მოზრდილებშიც - მკურნალობა იგივეა, რაც ბავშვებში.
P.S საქართველოში IVIG-ის შოვნა ურთულესია.
სამაგიეროდ რემდესივირი და ტამიფლუ გვაქვს.