რატომ ვერ იკლებთ წონაში დიეტის და სწორი კვების დროს - ელენე გიორგაძე წონის კლებისთვის საყურადღებო ასპექტებზე საუბრობს
სადღესასწაულო დღეების შემდეგ ბევრი ადამიანი განიცდის მომატებულ კილოგრამებს. მით უფრო, რომ ქართული სამზარეულო საკმაოდ კალორიულია. წონის პრობლემა ბევრ ჩვენგანს პანდემიის დროსაც შეექმნა. რა უნდა გააკეთოთ, თუ ეს პრობლემა გაქვთ და კვების რომელ მოდელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, თემაზე გადაცემაში "შუადღე live" ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ და დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ისაუბრეს:

ელენე გიორგაძე: - ადამიანები პანდემიის პერიოდში ბევრად უფრო მეტს მიირთმევენ, რადგან დეპრესიული წელი გვქონდა. ვეჩვევით ცხოვრების განსხვავებულ წესს, ყველა სახლშია ჩაკეტილი. სტუმრიანობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც უმოძრაო ცხოვრება. ადამიანტა 80% სახლიდან მუშაობს.
ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო, რომ წელს ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ბევრად უფრო დატვირთული აღმოჩნდა არა მარტი იანვარში, არამედ მთელი გასული წლის განმავლობაში. სახლში მყოფმა ადამიანებმა მასობრივად მოუმატეს საჭმელების მზადებას. ვერსად მიდიხართ, ვერაფრით ერთობით, ამიტომ ყველა სამზარეულოსა და მაცივრისკენ მიდის. ან კიდევ ჯერ მიირთმევენ სამზარეულოში, მერე მიდიან ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, ჩართავენ ფილმს და იქაც აგრძელებენ ჭამას.

ნატა გაგუა:
- ჩვევები უნდა გამოვიმუშაოთ იმიტომ, თორემ გემრიელად ჭამის მიზეზი ყოველთვის იქნება. პირად მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ვიპოვნე გამოსავალი - ვამზადებ ჯანსაღ კერძებს და ასევე ძალიან კარგად შემიძლია სახლის
დალაგება. შეიძლება კალორაჟით მეტს მივირთმევ, მაგრამ ვხარჯავ. როდესაც პრობლემაა, პირველ რიგში, ანალიზების პასუხითა და საერთო ანამნეზით უნდა გავიგოთ, რომელი კვების მოდელია საჩვენო და ან რომელი - არა. თუ გვინდა სიღრმისეულად მივუდგეთ პრობლემას, ჯერ ექიმთან უნდა წავიდეთ. ბევრი კარგი კვების მოდელია, მაგრამ, თქვენზეა თუ არა მორგებული, დადგენა სჭირდება. პირველად ექიმმა უნდა მოგისმინოთ და მერე იწყება კვლევა. კომპლექსური მიდგომაა საჭირო. კვებასთან ერთად, ძილიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი კარგად ვერ გამოიძინებს, ემოციებს ვერ მართავს. გარდა ამისა, ხშირად იმიტომ, რომ გამოფხიზლდეთ, "გეძახით" ნახშირწყლები, შოკოლადი, ყავა. კარგად რომ მართოთ თქვენი კვების რაციონი და საერთოდ ემოციები, ჯობს გამოიძინოთ.

ელენე გიორგაძე :
- მინდა აღვნიშნო, ძალიან მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც წყალი უყვართ. წყალი, რა თქმა უნდა აუცილებელია, მინიმუმ 1,5 ლიტრი დღის განმავლობაში. პაციენტები ზოგჯერ არასწორად იქცევიან, 1 საათში დალევენ 1,5 ლიტრს და ჰგონიათ, რომ ნორმა შეივსეს. ვისაც უყვარს და მთელი დღის განმავლობაში იღებს წყალს, მათი ნივთიერებათა ცვლა გაცილებით უკეთესადაა მოწესრიგებული. ის ადამიანები, რომლებიც ახალი წლის დღეებში ზედმეტად გადაიტვირთნენ, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ნორმალურად იკვებებოდნენ, რეჟიმს იცავდნენ, მათთვის 5-7 საკმარისია, რომ მომატებული 1,5-2 კილო დაიკლონ. გადავიდნენ მოხარშულ საკვებზე, თუ უნდათ, რომ კუჭ-ნაწლავი დაასვენონ. კალორაჟსაც მარტივად ნახავენ ინტერნეტში. 2500-2400 რომ იყოს დღე-ღამის განმავლობაში და ყველაფერი მოხარშული ან გრილზე გაკეთებული, საკმარისი პერიოდი იქნება, რომ აღიდგინოთ ყველა ის დარღვევა, რაც 2-3 კვირის განმავლობაში იყო. რაც შეეხება დაავადებებს, პაციენტებზე ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომ ჩემი უფროსი ქალიშვილის მაგალითზე მოგიყვებით. მე მაშინ თბილისში არ ვიყავი, მომატებული ჰქონდა 5-6 კილო და დაკლება უნდოდა. გაიკეთა ყველა ანალიზი, ლაბორატორიაში როდესაც მისცეს ბლანკები, უთხრეს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. მივიდა ჩვენს ენდოკრინოლოგებთან, დაუწერეს კვება, 2 კილო დაიკლო და 3 კილოს ვერანაირად ვერ იკლებდა. შემდეგ ჩამოვედი და ვუთხარი, ანალიზები ეჩვენებინა. გადავხედე და თუთიის უკმარისობა ჰქონდა. თუთია მთავარია, რომ ინსულინის ნორმალური გამოყოფა მოხდეს. გავუზარდე კალორაჟი 2800-მდე, მივეცი თუთია ჯერ უფრო დიდი დოზით, შემდეგ ნორმალური დოზით და 10 დღეში დაიწყო კლება. ამიტომ, ერთს თუ თუთია სჭირდება, მეორეს შეიძლება B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა ჰქონდეს. როდესაც B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაა, სისუსტეს გრძნობს ადამიანი და ჰგონია, ეს კვების შემცირებითაა გამოწვეული, შეეშინდება და შოკოლადის ჭამას დაიწყებს. სინამდვილეში, უნდა იცოდეთ, რისი ნაკლებობა გაქვთ, რომ ჯერ მას უმკურნალოთ. სისხლის საერთო ანალიზში თითოეულ მაჩვენებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანალიზების წაკითხვაა საჭირო, რაც სამწუხაროდ დეფიციტია საქართველოში. ამიტომ, ჯერ პირველ რიგში უნდა იყოს სწორად შეფასებული თითოეული ანალიზი. მაგალითად, ხედავენ, რომ ინსულინი მომატებულია, ყველას უნიშნავენ ერთსა და იმავე პრეპარატს. ინდივიდუალური სქემა უნდა იყოს, 1 თვის მერე რომ წესრიგდება, მერე უნდა გადავიყვანოთ პაციენტი კონკრეტული კვების მოდელზე. ამერიკაში ჰყავდათ ვირთაგვები. რამდენიმე ვირთაგვას სპეციალურად აჭმევდნენ ცხიმიან საჭმელს, მეორე ჯგუფს ჩვეულებრივად კვებავდნენ. აიღეს მიკროფლორა მსუქნისა და გამხდრის, ექსპერიმენტში ორი ახალი ჯგუფი შემოიყვანეს და ერთ ჯგუფს მსუქნების მიკროფლორა ჩაუნერგეს, მეორე ჯგუფს გამხდრების. აბსოლუტურად ერთნაირი საკვებით კვებავდნენ, ზუსტად ორ კვირაში ერთი ჯგუფი გასუქდა, მეორე - პირიქით, იმიტომ, რომ გამზადებული ფლორა მიიღეს. მაგალითად, ძირითადად, ნაწლავური მიკროფლორაა მიზეზი, რომ მსუქან ბავშვებსა და გამხდრებს შეიძლება საკვების მიღების წესი ერთნაირი ჰქონდეთ, მაგრამ მათი წონა განსხვავდებოდეს. სიმსუქნე ძალიან რთული დაავადებაა, მსოფლიოში კონგრესები ეძღვნება მას, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა ვერ გადაწყდა.

21502
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ქეთი
0
ქალბატონო ნათელა, ჩემი დედამთილია ზუსტად მასე. შეიძლება დღე ისე გავიდეს რომ ჭიქა წყალი არ დალიოს. მიმართეთ ექიმს
10:27 / 24-02-2021
+ნათელა
0
არ გეგონოთ გუშინ დამემართა ეს, ტავიდანვე სესფოთებული ვარ, მაგრამ ჩვემს ყოფაში არაფერი არ იცვლება გარდა ინისა რომ ორი ადამიანი კიდევ აღმოვაჩინე ცემნაირი. ტვე გავა ის წყალი არ მომწყურდება, არც ვსაჭმელი მიყვარს მაინც და მაინც წვნიანი. ძალიან მიყვარს ხილი, მაგრამ იმდენს ხომ ვერ შევჭამ წყალი სემიცვალოს.ვარ ძალიამ=ნ მოძრავი, ამლე გავხდები 82 წლის, სანამ ცემი სვილი სამსახურიდან დაბრუნდება ვაკეთებ სადილს, ვალაგებ სახლს, ვკიტხულობ, ვიყურები კომპიუტერში. ამიხსენით როგორ ვცოცხლობ. რა დავადებაა ეს, შარდვით ვშარდავ, რა ავსებს ორგანიზმს წყლით ახლა მეუბნებიან კორონა თუ სეგხვდება ბევრი წყალი უნდა სვაო. არ ვიცი რა მჭირს...
20:25 / 23-02-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი