ტკივილიც ძლიერდება, როცა ბავშვი შეშინებულ მშობლებს უყურებს მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ავადმყოფი ბავშვის გამოკეთება მშობლების განწყობაზეც არის დამოკიდებული. ანუ ბავშვს უფრო უადვილდება ავადმყოფობით გამოწვეული დისკომფორტის დაძლევა, თუ დედ-მამა კარგ ხასიათზეა. შესაბამისად, უუარესდებათ სიმპტომები, როცა შეშინებულ და დამწუხრებულ მშობლებს ხედავენ. ეს კვლევა იმ მშობლების საყურადღებოდაა, რომლებსაც ბავშვის ავად გახდომა პანიკასა და ისტერიკაში აგდებთ.
ამერიკელმა ექიმმა ჯეკი კლიჩმა ერთმანეთს 2 სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ეფექტი შეადარა ერთმანეთს. ამ მედიკამენტებიდან ერთი ნაკლებად ცნობილი იყო, მეორე კი კარგად რეკლამირებული.
მაღალი სიცხის დროს ნაკლებად ცნობილი წამლის ორმაგ დოზასაც კი უფრო ნაკლები ეფექტი ჰქონდა, ვიდრე რეკლამირებული წამლის დალევას. ანუ იმას, რომელსაც მშობლები მეტად ენდობოდნენ და რომლის მიცემის შემდეგაც უფრო იმედიანად გრძნობდნენ თავს.
ეს ეფექტი ჰგავს და განსხვავდება კიდეც ე.წ. "პლაცებოს" ეფექტისგან (პაციენტს ეუბნებიან, რომ ეფექტურ წამალს ასმევენ, სინამდვილეში კი ეს ნივთიერება საერთოდ არ არის სამკურნალო საშუალება. შთაგონებითი მკურნალობა, რომელიც შემთხვევათა 40%-ში ამართლებს). განსხვავდება იმიტომ, რომ თავად პაციენტებმა არაფერი იციან წამლის ეფექტურობაზე, ეს მხოლოდ მშობლებს ესმით.
ასმევდნენ რა ბავშვს პოპულარულ სიცხის დამწევ საშუალებას, მშობლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი შვილი მალე გამოკეთდებოდა. მათი იმედი და მხნე განწყობა პატარა პაციენტებზე გადამდებად მოქმედებდა.
ექიმი კლინჩი ვარაუდობს, რომ თუ მშობლები ძლიერ შფოთავენ ბავშვის ავადმყოფობის გამო, ბავშვის მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება. ტკივილიც ძლიერდება, როცა ბავშვი შეშინებულ მშობლებს უყურებს.
იხილეთ ასევე: საუკეთესო, მარტივი და ეფექტური საშუალებები გაციების დროს