"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე - მშობლები

"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე

2021-01-27 13:20:43+04:00

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რანტს, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ ზაზა თე­ლი­ას, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ მისი ფე­ის­ბუქ-სტა­ტუ­სე­ბის გამო, რომ­ლი­თაც ის ხში­რად მე­დი­ცი­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მი­თებს ამ­სხვრევს. ამ­ჯე­რად, თე­ლია კი­დევ ერთ მო­უ­ლოდ­ნელ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა და ამ­ბობს, რომ დღე­ში სამი-ოთხი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა ადა­მი­ანს ინ­სულ­ტის­გან იცავს.

- ბა­ტო­ნო ზაზა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენს პოს­ტებს ყო­ველ­თვის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ ყა­ვით - რაზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობთ, რომ უნა­ლე­ქო ყავა რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, მათ შო­რის ინ­სულ­ტის­გან იცავს ადა­მი­ანს?

- კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ყავა გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს ადა­მი­ა­ნებს. მაგ­რამ, აქვე უნდა ვი­სა­უბ­როთ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დღე­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მაქ­სი­მუმ 3-4 ჭი­ქის მირ­თმე­ვა, რად­გან კო­ფე­ი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი.

ნა­ლე­ქი­ა­ნი ყა­ვაც ით­ვლე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ შე­და­რე­ბით "მძი­მეა"... ამ დროს რის­კია პი­რის ღრუს და­ზი­ა­ნე­ბის, კბი­ლებ­ზე ნა­დე­ბის სა­ხით, ასე­ვე კუ­ჭის­თვის უფრო მძი­მედ ასათ­ვი­სე­ბე­ლია. ამი­ტომ უნა­ლე­ქო სჯობს, რა თქმა უნდა.

- მე­დი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი გვირ­ჩევს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი მი­ვი­ღოთ, ნა­წი­ლი კი თვლის, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნაც იქო­ნი­ოს ორ­გა­ნიზ­მზე - თქვენ რას გვირ­ჩევთ?

- წყა­ლი რომ სა­სარ­გებ­ლოა, ორი აზრი არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ გა­აჩ­ნია სე­ზონს, ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­უ­რო­ბას, აღ­ნა­გო­ბას, სქესს - ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. დღე­ში ორი ლიტ­რი წყლის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის უსაფრ­თხო და სა­სარ­გებ­ლოა. ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო მე­ტია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

თუ ადა­მი­ა­ნი არ არის ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, დღე­ში 1.5-2 ლიტ­რი წყა­ლი უნდა და­ლი­ოს. თუ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რია, შე­იძ­ლე­ბა ეს რა­ო­დე­ნო­ბა 3-4 ლიტ­რამ­დეც გა­ი­ზარ­დოს

მე მა­გა­ლი­თად 16 წლის ასა­კი­დან 3-4 ლიტრს წყალს ვი­ღებ, ვცხოვ­რობ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით და ჯან­მრთე­ლად და კარ­გად ვგრძნობ თავს.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ერ­თგვარ მო­და­დაც კი იქცა D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა, რა­საც თქვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გა­მოკ­ვლე­ვე­ბის გა­რე­შე, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა?

- ამა­ზე ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცია და მი­თე­ბი არ­სე­ბობს. დ ვი­ტა­მი­ნის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის სა­ხით მი­ღე­ბა არა­ნა­ი­რი რე­კო­მენ­და­ცია არ არის. ერ­თა­დერ­თი, ორ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ქი­ტის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. ორი წლის შემ­დეგ კი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით მი­ღე­ბის რე­კო­მენ­და­ცია, თუნ­დაც სე­ზო­ნუ­რად არა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას არ ეფუძ­ნე­ბა. ამი­ტომ არა­ვის ვურ­ჩევ, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თოც კი იყოს ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ყო­ფი­ლა მა­გა­ლი­თე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნებს D ვი­ტა­მი­ნის ზე­დო­ზი­რე­ბაც მოს­ვლი­ათ.

და­ა­ნე­ბეთ თავი ამ "მა­ხინჯ მო­დას", ამით პა­ცი­ენტს სარ­გე­ბე­ლი არ ექ­ნე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ავ­ნოთ. D ვი­ტა­მი­ნის მო­ჭარ­ბე­ბამ ორ­გა­ნიზ­მში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს - ტოქ­სი­კო­ზი, ურტი­კა­რია, ჰი­პერ­კალ­ცე­მია, თირკმე­ლებ­ში კენ­ჭე­ბი, სის­ხლძარ­ღვებ­ში კალ­ცი­ფი­კა­ტე­ბი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა და ა.შ.

ზო­გა­დად ანა­ლი­ზის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ზეც რომ ვიმ­სჯე­ლოთ: ჩვენ­თან ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის 99 პრო­ცენ­ტი არას­წო­რად წერს - ანა­ლიზ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ D ვი­ტა­მი­ნი 30 ნა­ნოგ­რა­მის ზე­ვით ით­ლე­ბა ნორ­მა­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლად, რაც არას­წო­რია, რე­ა­ლუ­რად 20 ნა­ნოგ­რა­მი და მეტი ით­ვლე­ბა ნორ­მად.

ამი­ტომ თუ ადა­მი­ანს 20-ის ზე­ვით აქვს D ვი­ტა­მი­ნი, შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ნორ­მა­შია და არ სჭირ­დე­ბა და­ნა­მა­ტის მი­ღე­ბა. თუ 20-ზე ნაკ­ლე­ბია, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი კურ­სი უნდა ჩა­ი­ტა­როს და მორ­ჩა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კი არ უნდა სვას?! განაგრძეთ კითხვა