ბევრი ადამიანი კითხულობს, მათთვის, ვინც ცოტახნის წინ გადაიტანეს კოვიდ-19, მაგრამ კვლავ ჰქონდათ კონტაქტი დაავადებულთან, საჭიროა თუ არა მათი თვითიზოლაცია, თუ გამომუშავებული ანტისხეულები დაიცავთ? მაგალითად, როცა დედამ გადაიტანა კოვიდ-19 და ახლა მის შვილი დაავადდა, ისევ იზოლაციაში უნდა დარჩეს თუ შეუძლია თავისუფლად გასვლა? კითხვაზე ექიმი კომაროვსკი პასუხობს:
"ყოველ მსგავს სიტუაციაში აუცილებელია რამდენიმე კითხვა დასვათ:
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ კოვიდ-19 უკვე გადაიტანეთ?
- არსებობს ამის დამადასტურებელი სარწმუნო ტესტი?
- ფრაზა "ცოტა ხნის წინ ავად ვიყავი" მეცნიერებისთვის გაუგებარი და ბუნდოვანია. რა იგულისხმება ცოტა ხანში? ორი კვირა? 6 თვე? მაშინ თვითიზოლაციაში უნდა გადახვიდეთ.
ერთ ან ორ წელიწადში უფრო მკაფიო რეკომენდაციები გვექნება. მაგრამ, ახლა, როცა ყველას ეშინია ვირუსის, ერთმნიშვნელოვანი მექანიზმი ასეთია: თუ კონტაქტი გქონდა დაავადებულთან, გასვლა არ შეიძლება.
ბევრი ადამიანი მეკითხება: "თუ უკვე გადავიტანე ვირუსი, როდის შემეძლება გარეთ გასვლა?" მაგალითად, თუ თქვენი ოჯახის წევრებს პირველ ნოემბერს გამოუვლინდათ სიმპტომები, თქვენ კი მათთან მუდმივად გაქვთ კონტაქტი, რამდენი დღე იქნებიან ეს ადამიანები გადამდები? თეორიულად, მაქსიმუმ 7-8 დღე, მაგრამ ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ უმჯობესია 10 დღე იყოთ იზოლაციაში. ასე, რომ ამ მაგალითის მიხედვით, თუ კონტაქტი გქონდათ დაავადებულთან, 10 ნოემბრამდე უნდა იყოთ თვითიზოლაციაში და ამას აუცილებლად უნდა დაამატოთ 14 დღე, მაქსიმალური საინკუბაციო პერიოდი ნიშნავს, რომ თქვენ 24 ნოემბერს შეგიძლიათ თავისუფლად გასვლა. ამ ყველაფრის დათვლა მოგიწევთ.
დღეს ასეთი პასუხი მაქვს, თუ თქვენ გადაიტანეთ კოვიდ-19, მაგრამ ახლა თქვენი შვილია დაავადებული და მასთან კონტაქტი გაქვთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოთ. 99,9 %-ში ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს და ანტისხეულები ყალიბდება. მაგრამ, მსოფლიოში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, რა დროსაც რეინფიცირება კვლავ ხდება. პასუხისმგებლობის აღება კი არავის სურს. მოკლედ, პასუხი ასეთია, თქვენ ჯერ არ უნდა გქონდეთ სხვებთან კონტაქტი.
მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, რას გულისხმობთ გარეთ გასვლაში. თუ თქვენ სარბენად გინდათ წასვლა, წესების დაცვით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. თუ თქვენ და თქვენი შვილი საკუთარი ავტომობილით აპირებთ მდინარის პირას გასეირნებას, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ. უამრავი შეკითხვაა დასაზუსტებელი, რომლებზეცაა დამოკიდებული თქვენი მოქმედების ალგორითმი."