კომენტარებს თუ გადახედავთ, დარწმუნებით, რომ ეს პრეპარატი საკმაოდ ბევრ მშობელს აქვს გამოყენებული. პედიატრ, მედიცინის დოქტორ თამარ ობგაიძის განმარტებით, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი ფიპრონილია, რომელიც საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა. მისი ადამიანზე ზემოქმედების შორეული შედეგები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ექსპერიმენტულ ცხოველებში კი
თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სოსო კობახიძის განცხადებით, ამ პრეპარატრის გამოყენებას შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.
"ეს პრეპარატი არა ტილების, არამედ სხვადასხვა ფეხსასრიანი ცხოველების წინააღმდეგ შეიქმნა, რომლებიც ცხოველის კანზე ბუდობენ, იგი საერთოდ არ არის ადამიანისთვის განკუთვნილი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი შხამი, რომელიც სპობს ამ ორგანიზმებს. თუ კანიდან დიდი რაოდენობით შეწოვა მოხდა, შეიძლება ლეტარული შედეგიც დადგეს. ჩვეულებრივი შხამია, ბავშვს ხომ შხამს არ ვასმევთ. რა მნიშვნელობა აქვს, ნემსის სახით შევა ეს შხამი ორგანიზმში, პირიდან თუ კანიდან შეწოვით. თუ შეწოვა დიდი დოზით მოხდა, გამოიწვევს მძიმე ინტოქსიკაციას, რომელიც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს" - აცხადებს სოსო კობახიძე "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას.