ლევან რატიანი ასახელებს პაციენტთა იმ კატეგორიას, ვინც კოვიდ-19-ს უფრო ადვილად ამარცხებს და მალე ჯანმრთელდება
ლევან რატიანი ასახელებს პაციენტთა იმ კატეგორიას, ვინც კოვიდ-19-ს უფრო ადვილად ამარცხებს და მალე ჯანმრთელდება
კოვიდ-19 უკვე ერთი წელია უამრავი ექიმისა და პაციენტის ბრძოლის მიზეზია. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ლაივინტერვიუს დროს პაციენტთა იმ კატეგორიას შეეხო, რომლებიც გაცილებით მალე და ადვილად ამარცხებენ კოვიდ-19-ს და სხვა დაავადებებს.
„არა მარტო კოვიდ-19-თან მიმართებაში, არამედ ნებისმიერი დაავადების დაძლევაში და სასიკეთო შედეგის მიღწევაში, პაციენტის ფსიქო-ემოციურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანის სხეული ხომ სისტემათა ერთობაა და ამ სისტემებში წამყვანი როლი ნევროლოგიურ ფუნქციას აკისრია. ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს მთელ ჩვენს სხეულს და პრაქტიკულად,
გენერატორის ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქო-ემოციურ სტატუსს დაავადების გამოსავალში“ - აღნიშნა ლევან რატიანმა და ამის დასტურად ე.წ „ბატონები“ მოიყვანა.
„ყველამ იცის, წარსულში ბატონებს როგორი დიდი სიფრთხილით ისტუმრებდა ოჯახი. სამეგრელოში ტაფას არ ახურებდნენ, ცეცხლს არ ანთებდნენ, რომ ბატონები არ გაღიზიანებულიყვნენ. მაშინდელმა ხალხმა არ იცოდა ამ ქმედების ბიოლოგიური შინაარსი, მაგრამ დღეს დადასტურებულია, რომ კვამლი, სანელებლების მძაფრი სურნელი, ცხიმოვანი საკვების გაცხელება იწვევს გარკვეულწილად ავტოანტიგენების გამომუშავებას, ალერგიულ რეაქციებს და ეს ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას. სიმშვიდე, სიწყნ
არე, კარგი განწყობა კი ინფექციურ აგენტზე ძალიან კარგად მოქმედებს. ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, ახალი კორონავირუსი არ იძლევა ყოველთვის ცუდ გამოსავალს. გარდა ამისა, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. შეიძლება იყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ გახდეთ ავად, არ გამოგივლინდეთ მძიმე სიმპტომი. თუ ამ დაავადებას პესიმისტურად მივიღებთ და „ვაიმე, დავმძიმდები“, „ვაიმე, მოვკვდები“ გავიფიქრეთ, ეს შინაგანი განწყობა დაავადების მიმდინარეობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ამიტომ მიიღეთ ისეთი შემართებით, რომ გაიმარჯვებთ, რომ გადარჩებით. ასეთი განწყობის შემთხვევაში, პაციენტთა 99% აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ეს არის არა მარტო ჩემი და ჩემი კლინიკის გამოცდილება, არამედ საუკუნოვანი გამოცდილება. განწყობას დაავადების გასავალში ხშირად გადამწყვეტი როლი ენიჭება“ - ამბობს ლევან რატიანი.
მანამდე კი ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ თავის ინტერვიუშიც იგივე აღნიშნა.
ქალბატონ მარინა ენდელაძის დაკვირვებით, ინფექციუ საავადმყოფოში მოთავსებული მძიმე პაციენტებბიდან ზოგიერთი იმედიანი და დადებითი განწყობით იყო, ზოგი კი თავიდანვე მძიმედ და უიმედოდ აღიქვამდა მდგომარეობას.
„ამ ორი კატეგოპრიიდან უფრო მალე ჯანმრთელდებოდნენ პაციენტები, რომლებსაც იმედიანი განწყობა ჰქონდათ“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

80649
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თამარი
0
სრულ-სიმართლებს ბრძანებს ექიმი ბატონებთან მიმართ.ყველას გამოცდილი გვაქვს.
01:40 / 01-03-2021
ბატონ რატიანს
1
აი არ ვიცი როგორ გაფაგიხადოთ მადლობა თქვენ თქვენს ექიმებს და ექთნებს იმ ყურადღებისთვის,სითბოსთვის,ზრუნვისთვის რასაც ჩემი მშობლებისთვის აკეთებდით ასე უანგაროდ და სიყვარულიტ.გაიხარეთ და ყველა ბედნიერი გამყოფოთ მთელი ტქვენი კლინიკის პეტსონალი
18:48 / 25-02-2021
მსგავსი სიახლეები