ძილის ხარისხი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე. მისი დეფიციტი კი უამრავი პრობლემისა თუ დისკომფორტის წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამ თემის ირგვლივ ბევრი შეკითხვაა, რაზეც სპეციალისტებს აქვთ პასუხები.
შეხედეთ, როგორ იღვიძებს. თუ სიამოვნებით, მშვიდად და იმ დროს იღვიძებს, როცა დაგეგმილია, მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ, თუ ძნელად იღვიძებს, წუწუნებს და არ სურს ადგომა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღამით ძილი დააკლდა. ძილის ხარისხი ღამის განმავლობაში. თუ ძილის დროს მოუსვენრობა აქვს, კბილებს კბილებზე აჭერს, ხშირად ეღვიძება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ზედმეტადაა დატვირთულია და დღიური აქტივობა უნდა შეამციროთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღამეში 10-12 საათი ეძინოთ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დღის ძილმაც შესაძლოა აანაზღაუროს ის დანაკლისი, რასაც ბავშვი ღამით განიცდის.
საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ნორმა ნელ-ნელა ზრდასრულთათვის დადგენილ ნორმას უახლოვდება და მათთვის მნიშნელოვანია, 8-10 საათის განმავლობაში ეძინოთ.
ხოლო უფროსკლასელებისათვის, ისევე როგორც ზრდასრულთათვის, 7-9 საათის განმავლობაში ძილია მნიშვნელოვანი, რომ დღის განმავლობაში ენერგია ეყოთ.
სკოლის ასაკის მოსწავლეების რეჟიმიც დაახლოებით ასე გამოითვლება. არიან ბავშვები, რომლებიც პირველ ცვლაში სწავლობენ და ზოგიერთ მათგანს დილის 7 საათზე უწეევს ადგომა. თუ მათი ასაკისთვის ძილის ნორმა 11 საათია, მაშინ საღამოს 9 საათზე გვიან არ უნდა დაიძინონ. მაგრამ, თუ მეორე ცვლაში სწავლობენ, რა თქმა უნდა, დაძნების დროც გადაიწევს.
იდეალურ შემთხვევაში, ყველა ადამიანმა საღამოს 10 საათზე გვიან არ უნდა დაიძინოს. ამას თავისი მიზეზი აქვს.
ეს ჰორმონი მხოლოდ დაძინებაში არ გვეხმარება, ბევრ ორგანოზე აქვს გავლენა, მათ შორისაა ნაწლავები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის საჭმლის მონელება პირდაპირაა დამოკიდებული ძილის ხარისხზე.
მელატონინი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და მისი შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც შინაგან ორგანოებზე, ისე ზოგადად, ადამიანის განწყობაზე.
ძილის ჰორმონის დეფიციტი იმუნური სისტემის შესუსტებას, ცუდ მადასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს.
როდესაც ადამიანი ძილის ნაკლებობას განიცდის, მელატონინის ნაცვლად კორტიზოლი გამომუშავდება. თავად კორტიზოლი უვნებელია, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს საერთოდაც არ სჭირდება მისი ჭარბი რაოდენობა. თავის მხრივ, გადაჭარბებული რაოდენობით ყურადღების დეფიციტს იწვევს და ბავშვს ახალი ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება უჭირს.
მელატონინი ყველაზე აქტიურად 22:00-დან 1:00 საათამდე გამოიყოფა, ასევე მას სჭირდება სიბნელე და სიჩუმე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სწორედ 22:00 საათამდე დაიძნოს.
მაგრამ, თუ ბავშვი რეგულარულად შუაღამით იძინებს, მაშინ პრობლემები მხოლოდ განწყობის გაფუჭებით არ შემოიფარგლება. ძილის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, მადის დაქვეითება, იმუნური პრობლემები, სწავლის ხარისხის შემცირება, ენერგიის დეფიციტი. გარდა ამისა, კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა მოზარდებში ხშირად იწვევს გამონაყარს. როდესაც კარგად არ გვძინავს, მადის მარეგულირებელი ჰორმონები - ლეპტინი და გრელინი "წონასწორობას" კარგავენ და მუდმივად გვინდა შოკოლადის, ნამცხვრისა თუ ფუნთუშის ჭამა, რაც გავლენას ახდენს ჩვენს წონაზე, განსაკუთრებით მოზარდებში.
ამიტომ, ხარისხიანი და უწყვეტი ღამის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ ძილის ჰიგიენა, რომ დასენებსა და განთვირთვას განსაკუთრებული ღირეულება ჰქონდეთ მათთვის.