- ორთოპედთან პირველი ვიზიტი 4 თვის ასაკში უნდა შედგეს, რათა შემოწმდეს, არის თუ არა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია.

- რა არის ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული პრობლემები?
- ყველაზე ხშირია ხერხემლის პრობლემები. მით უმეტეს, ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო პასიურ ცხოვრებაზეა გადასული, სახლში ვართ, უძრავად, წინა პლანზე ხერხემლის დეფორმაციები წამოვიდა. ყველაზე მთავარია, რომ შეფასდეს, ეს დეფორმაცია კუნთოვანია თუ ძვლის დეფორმაციიდან მოდის. დიდ პროცენტში ეს კუნთოვანია. როგორც კი შევცვლით ჩვენი ცხოვრების წესს, ეს იქნება აქტიურობა, მინიმალური ვარჯიშები, დღეში, სახლის პირობებში 20-30 წუთი, დავინახავთ, რომ ჩვენი ხერხემალი დაახლოებით 6 კვირის შემდეგ ფორმას იცვლის. გარდა ამისა, ბავშვებში ძირითადი მომართვიანობის მიზეზია ტერფის დეფორმაცია და მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია შედარებით პატარა ასაკშია აქტუალური, შემდეგ მოდის ხერხემლის დეფორმაცია და ბრტყელტერფიანობა. ის, რომ ხერხემლის დეფორმაციამ, თუ დიდი დეფორმაცია არ არის, გამოიწვიოს ინვალიდობა ან შრომითი უუნარობა, ასეთი რამ არ არსებობს. დეფორმაციების 95 პროცენტი კუნთოვანია.- არსებობს გენეტიკური ორთოპედიული პრობლემები?
- მე და ჩემს გუნდს სქოლიოზზე 800-ზე მეტი ოპერაცია გვაქვს ჩატარებული და გენეტიკური ფაქტორი, თუ არ ვცდები, მხოლოდ 5 ოჯახში ვნახეთ. კონსულტაციის დროსაც არ ამბობენ მშობლები, რომ უფროს თაობასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა. ზოგადად, სქოლიოზების 80 პროცენტი უცნობი ეტიოლოგიისაა.
- არის პრობლემები, რომელთა მოგვარება სპეციალისტის ჩართვის შემთხვევაშიც შეუძლებელია?
- ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის ორთოპედიული ოპერაცია კეთდება, ეს იქნება სპინალური ამიოტროფიის შედეგად გამოწვეული სქოლიოზები, პოსტრავმული ხერხემლის დეფორმციები, ნერვ-კუნთოვანი სქოლიოზები თუ სხვა. რაც შეეხება, სხვა ორთოპედიულ ოპერაციებს, პათოლოგიების თითქმის მთელი სპექტრი გადაფარულია, თან საკმაოდ წარმატებით.- როცა ბავშვს ორთოპედიული პრობლემა აქვს, რომელ სპორტულ წრეზეა მიყვანა რეკომენდებული და პირიქით, რომელი არ შეიძლება?
- ორთოპედიული პრობლემები სხვადასხვაა. თუ ხერხემლის დეფორმაციებს ავიღებთ, იქ არჩევანი რომ გვქონდეს, ცურვა ჯობს, ტანვარჯიში თუ სხვა, მაშინ სხვას ავირჩევთ. ის სხვა კი კლდეზე ცოცვაა. ორთოპედიული პრობლემების დროს არც ერთი სპორტი არ არის შეზღუდული, უბრალოდ მორგება სჭირდება ყველაფერს. ხერხემლის პრობლემის შემთხვევაში კარგია ცურვა, კლდეზე ცოცვა, ტანვარჯიში. ის, რომ რომელიმე სახეობა აკრძალული იყოს, ასე არ არის, მაგრამ სწორი მიდგომა და ბავშვთან შეთანხმება სჭირდება ყველაფერს.- ბავშვობის მერე ზოგჯერ გოგონებს მენჯის დისპლაზია რჩებათ, რომელიც ჩვეულებრივ, არ ეტყობათ, მშობიარობისას ან ორსულობისას ხომ არ შეუქმნით პრობლემებს?
- ის, რომ მენჯის დისპლაზიას დიდ ასაკში ვიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ასაკში არ გვაქვს გამოკვლეული. თუ ყველაფერი სწორად წარიმართება, მშობელი 4 თვის ასაკში მივა ორთოპედთან, ექიმიგანსაზღვრავს, არის თუ არა დისპლაზია და უმკურნალებს, არ დარჩება. ის, რომელიც დიდ ასაკში ჩნდება, თავიდანვე იყო, თუმცა სათნადო ყურადღება არ იქნა მიქცეული. მით უმეტეს, გოგონების შემთხვევაში, რომლებმაც უნდა იმშობიარონ. ორსულობის დროს გინეკოლოგმა კარგად უნდა გამოიკითხოს და შეაფასოს პრობლემა, რომ განისაზღვროს ფიზიოლოგიური წარმატრთოს თუ საჭიროა საკეისრო კვეთა. ამიტომ, თუ ანამნეზში მსგავსი პრობლემაა, მშობიარობის შემდეგ, 2-3 თვეში აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევა.თამარ იაკობაშვილი