ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ნინო ბაკურაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, დღის რომელ მონაკვეთშია ანალიზების ჩატარება უმჯობესი და სასურველია თუ არა საკვებისა თუ პრეპარატების მიღება ანალიზებამდე:
"სასურველია, რომ ყველა ანალიზი დილის 8 საათიდან 10 საათამდე ინტერვალში, უზმო მდგომარეობაში ჩატარდეს, როდესაც ორგანიზმი ყველაზე უფრო მოსვენებულია და მზადაა ტესტირებისთვის. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მიღებული მედიკამენტი, რომელსაც ამა თუ იმ პარამეტრზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ, როდესაც პაციენტი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევისათვის მიდის, აუცილებელია, ექიმს დაეკითხოს, "ხვალ მივდივარ ლაბორატორიულ ტესტირებაზე, მივიღო თუ არა ეს მედიკამენტი, ვიდრე იმ ანალიზებს ჩავიტარებ, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ". შეიძლება ვამბობდეთ, რომ მედიკამენტები კონკრეტულ პარამეტრზე მოქმედებს, მაგრამ ექიმს შესაძლოა სწორედ კონკრეტული მედიკამენტის ფონზე აინტერესებდეს პარამეტრის მონაცემი. გარდა ამისა, არსებობს თავად მედიკამენტების ორგანიზმში კუმულციის უნარი, ამიტომ, მე თუ ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულ პრეპარატს ვსვამთ, დილით ამ მედიკამენტის არდალევა, არამართებულია იმიტომ, რომ, რეალურად, 6-7 დღის განმავლობაში მიღებული მედიკამენტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში გროვდება, უკვე მოქმედებს."
რას გვეუბნება შარდის საერთო ანალიზი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?
რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი და რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაუკეთდეს ის ბავშვს?