"დიახ, ეს სერვისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე 3 წელია მიმდინარეობს საქართველოში. თუ ბავშვებს აქვთ რაიმე სიმპტომი, რომელიც ტყვიის მომატებული კონცენტრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, პირველი აპრილიდან შეუძლიათ მიმართონ კლინიკას. ჩავატარებთ გაღრმავებულ კვლევას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტსაც უფასოდ მივცემთ. აღნიშნული პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ოჯახის ექიმები სპეციალურად გადამზადდნენ და ყველა მათგანმა
ტყვიის მომატებული დონის მქონე ბავშვების უმეტესობა ასიმპტომურია, თუმცა ბავშვების ნაწილში შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის დაზიანება, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, სისხლმბადი სისტემა, საშარდე სისტემა, ძვლოვანი სისტემა სისტემა. ქვემოთ მოყვანილია სიმპტომები და ნიშნები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ ტყვიის ქრონიკულ ინტოქსიკაციაზე:
- ქცევის პრობლემები: ადვილად გაბრაზება, გაღიზიანებადობა, ხასიათის ცვლილებები.
- სწავლის პრპბლემები, განსაკუთრებით მათემატიკასა და ლიტერატურაში
- ზრდის ტემპის შენელება
- სმენის პრობლემები
- თავის ქრონიკული ტკივილი
- ანემია
- მადის დაკარგვა
- მადის გაუკუღმართება