შეუძლიათ თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის გენომის შეცვლა და რა განსხვავებაა „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა დავით თელიამ გადაცემა „პირად ექიმში“ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ვაქცინები სრულიად ახალი მექანიზმითაა შექმნილი. „ფაიზერი“ და „მოდერნა“ კი ალერგიული თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო ვაქცინებად ითვლებიან. „მათ არ აქვთ დამატებითი მოლეკულები, რომლებიც ძველ ვირუსულ ვაქცინებს აქვთ. ამ ვაქცინებში მხოლოდ ორი ელემენტი შედის, რის გამოც აშშ-ში 1 მილიონ 900 ათას შემთხვევაზე მხოლოდ 21 შემთხვევა იყო ანაფილაქციის და არცერთი მათგანი არ გართულებულა“ - განაცხადა დავით თელიამ.