"65 წელს ზემოთ ყველა მოქალაქე ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნას შეძლებს. ვაქცინის გაკეთებამდე ექიმი გაესაუბრება" - სად უნდა დარეგისტრირდნენ ვაქცინის მსურველები
"65 წელს ზემოთ ყველა მოქალაქე ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნას შეძლებს. ვაქცინის გაკეთებამდე ექიმი გაესაუბრება" - სად უნდა დარეგისტრირდნენ ვაქცინის მსურველები

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მედიკოსებთან ერთად, 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ პირებსაც შეეძლებათ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება. ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა, სადაც ვიკითხეთ, სად შეძლებენ მოქალაქებიი დარეგისტრირებას და ყველას ეკუთვნის თუ არა ვაქცინა:

"Booking.moh.gov.ge არის პორტალი, სადაც 65 წელს ზემოთ ყველა მოქალაქე ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნას შეძლებს. სასურველ დროს, რიცხვსა და ადგილს მიუთითებს. ვაქცინის გაკეთებამდე ხდება ექიმთან გასაუბრება, არსებობს სპეციალურად შემუშავებული კითხვარი, რომლის შევსების შემდეგ ექიმი
წყვეტს, პაციენტს ჩაუტარდება თუ არა კონკრეტულ დროს ვაქცინაცია." - გვითხრეს ცხელ ხაზზე.

დღესვე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველო მიიღებს "ფაიზერის" ვაქცინას და მედიკოსებსა და 65 წელს
ზემოთ ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რომელ ვაქცინას გაიკეთებენ.

თამარ იაკობაშვილი

585
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია