"ასტრაზენეკა" მუ­ტა­ცი­ის ბრი­ტა­ნუ­ლი ფორ­მის­გან გვი­ცავს... ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა, კარ­გია, მაგ­რამ თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი, მას შე­იძ­ლე­ბა მეტი გარ­თუ­ლე­ბა მოჰყ­ვეს" - მშობლები

"ასტრაზენეკა" მუ­ტა­ცი­ის ბრი­ტა­ნუ­ლი ფორ­მის­გან გვი­ცავს... ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა, კარ­გია, მაგ­რამ თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი, მას შე­იძ­ლე­ბა მეტი გარ­თუ­ლე­ბა მოჰყ­ვეს"

2021-03-25 16:29:36+04:00

ავტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ირმა კვი­ცა­რი­ძე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ "ას­ტრა­ზე­ნე­კა", რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წუ­ნე­ბუ­ლია", ბრი­ტა­ნუ­ლი კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდე­გაც მუშაობს.

"დრო­უ­ლად მო­წო­დე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ პა­ნი­კა­ში არ უნდა ჩა­გაგ­დოთ, სა­ჭი­როა ასე­ვე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად გა­თა­ვი­სე­ბა. მე­სა­მე ლოკ­და­უ­ნი გვაქვს და მი­ზე­ზი არის ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­ტა­ცია. სა­ში­შია! ვრცელ­დე­ბა სწრა­ფად. ერ­ჩის ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდებს, ავა­დო­ბა გრძელ­დე­ბა 16 დან 20 დღემ­დე.

და ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რილ პა­ცი­ენტს ჭირ­დე­ბა უფრო დიდ­ხანს ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ვიდ­რე ვირუ­სის პირ­ვან­დელ სა­ხით და­ა­ვა­დე­ბის დროს. ამი­ტომ ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი მალე ივ­სე­ბა და უკვე ჩვენ­თან ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ად­გი­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტიც იქ­მნე­ბა!კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბი არ არი­ან გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი რომ მუ­ტა­ცი­ის ამ ახა­ლი ფორ­მით ხელ­მე­ო­რედ არ და­ა­ვად­დე­ბი­ან!

აქვე დღეს შე­ვი­ტყვეთ რომ ინ­დო­ეთ­ში გა­მოჩ­ნდა კო­რო­ნა ვირუ­სის ახა­ლი მუ­ტა­ცია რო­მელ­საც ვირუსს ორ­მა­გი მუ­ტა­ცი­ით უწო­დე­ბენ. თუ აქამ­დე ახალ მუ­ტა­ცი­ებ­ში მხო­ლოდ ერთი რო­მე­ლი­მე კომ­პი­ნენ­ტის ცვლი­ლე­ბა იყო, ამ მუ­ტა­ცი­ში ერ­თდრო­უ­ლად ორი კომ­პო­ნენ­ტია შეც­ვლი­ლი. რაც მას გავ­რცე­ლე­ბის უფრო სწრაფ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს და და­ა­ვა­დე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს უფრო რთუ­ლი ფორ­მით ვიდ­რე აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მუ­ტა­ცი­ის ფორ­მა.

მა­შინ როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მსჯე­ლო­ბა მი­დის, რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით ავიც­რე­ბით, ფა­ი­ზე­რით თუ ას­ტრა­ზე­ნი­კა­თი, მსოფ­ლიო მსჯე­ლობს მე­ო­რე და მე­სა­მე თა­ო­ბის ვაქ­ცი­ნებ­ზე, ეს ის ვაქ­ცი­ნე­ბია რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად მუ­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ფორ­მი­სათ­ვის გა­მოდ­გე­ბა. ავ­სტრია ზა­ფხუ­ლი­სათ­ვის გეგ­მავს ასე­თი ტი­პის ვაქ­ცი­ნე­ბის 5 დან 10 მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ზის გა­მოშ­ვე­ბას! (ერთხელ დავ­წე­რე და კიდე გავ­მე­ორ­დე­ბი)! და კი­დევ ერთხელ, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა გვი­ცავს ვირუ­სით მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან! ანუ თუ და­ა­ვად­დე­ბით ვირუ­სით, ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ დაგ­ვჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა და არც მარ­თვით სუთ­ქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა. და­ა­ვა­დე­ბას გა­და­ვი­თანთ მარ­ტი­ვად.

ასე­ვე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, მათ შო­რის ის­რა­ელ­მა, აცრა მისი მო­სახ­ლე­ო­ბა ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნით, ახა­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის რი­ცხვი მა­ღა­ლია, მი­ზე­ზი ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­ტა­ცი­აა! ვი­ცით რომ მუ­ტა­ცი­ის ამ­ფორ­მის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­ხელ­გა­ტე­ხი­ლი" ას­ტრა­ზე­ნი­კას ვაქ­ცი­ნა ლი­დე­რია, ანუ მუ­ტა­ცი­ის ბრი­ტა­ნუ­ლი ფორ­მის­გან გვი­ცავს!

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა, კარ­გია, მაგ­რამ თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი, მას შე­იძ­ლე­ბა მეტი გარ­თუ­ლე­ბა მოჰყ­ვეს. რა­ტომ­ღაც ამ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს! მხო­ლოდ ერთ პრაქ­ტი­კულ მი­ნიშ­ნე­ბას გა­ვა­კე­თებ, ამ ვაქ­ცი­ნის სწო­რი დო­ზი­რე­ბა შპ­რი­ცებ­ში არის რთუ­ლი პრო­ცე­სი და მო­ი­თხოვს ყვე­ლა წე­სის დაც­ვას!!!(რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა­გან აქაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა)!

მე ვფიქ­რობ, რომ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის პრო­პა­გან­და კი არ უნდა ხდე­ბო­დეს, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია, ვაქ­ცი­ნა­ცია თუ სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ი­გო ხალ­ხა უკვე, რომ თურ­მე შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ­მა წა­მალ­მა მათი სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

მაგ­რამ მო­ქა­ლა­ქემ უნდა იცო­დეს რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­არ­ჩე­ნენ. არას­წორ­მა ტაქ­ტი­კამ იქამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­რე­ბის წინ თან­ხმდე­ბი­ან ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას, თან კა­რებს იქეთ ლე­ვან რა­ტი­ა­ნი Levani Ratiani უნდა იყოს. არა­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას აქ ოჯა­ხის ექი­მე­ბი ატა­რე­ბენ!" - წერს კვი­ცა­რი­ძე.