რა დაგჭირდებათ კოვიდსაწინააღმდეგო აცრისას, რა პროცედურის გავლა მოგიწევთ ადგილზე და შესაძლებელია თუ არა ჯავშნის გაუქმება
რა დაგჭირდებათ კოვიდსაწინააღმდეგო აცრისას, რა პროცედურის გავლა მოგიწევთ ადგილზე და შესაძლებელია თუ არა ჯავშნის გაუქმება
25 მარტიდან საქართველოში, მედიკოსებთან ერთად, 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება. როგორც იცით, ქვეყანამ, "ასტრაზენეკასთან" ერთად, "ფაიზერის" ვაქცინაც მიიღო და ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სასურველი აირჩიონ. რეგისტრაცია ონლაინ,

Booking.moh.gov.ge
-ზეა შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის პროცესში პენსიონრებიც ერთვებიან და ბევრ მათგანს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის დაავადება, დავინტერესდით, ვაქცინაციამდე ხომ არ სჭირდებათ ჯანმრთელობის ცნობის გაკეთება ან ოჯახის ექიმთან კონსულტაცია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ მოქალაქეებს წინასწარ ჯანმრთელობის ცნობის გაკეთება არ სჭირდებათ და ყველა მათგანი, ვინც დარეგისტრირებულია, ადგილზე მისვლისას სპეციალურ კითხვარს შეავსებს, ექიმი შეაფასებს ინდივიდუალურად მდგომარეობას და გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა ვაქცინის გაკეთება.
"თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, შეუძლია წინასწარ გაიაროს ოჯახის ექიმთან კონსულტაცია, მაგრამ ადგილზეც შეაფასებენ მდგომარეობას და მერე გადაწყვეტენ, აცრან თუ არა."- გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, თუ ადამიანი იმ კონკრეტულ დღეს, როცა ადგილი ჰქონდა დაჯავშნილი, ვეღარ ახერხებს კლინიკაში მისვლას ან თავს ცუდად გრძნობს, შეუძლია ჯავშანი გააუქმოს და შემდეგ ჯერზე უპრობლემოდ დარეგისტრირდეს.
გასათვალისწინებელია, რომ ყველა პირმა, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებს, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-11/ნ -ის თანახმად COVID-19-ის
საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესებია შემუშავებული, სადაც ვკითხულობთ, რომ აცრის წინ ექიმი ვალდებულია:

  • შეამოწმოს ბენეფიციარის აცრის სტატუსი, შეაფასოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, დაადგინოს აცრის უკუჩვენებების და სიფრთხილის მდგომარეობების არსებობა სერიოზული პოსტვაქცინური რეაქციების პრევენციის მიზნით;
  • ვაქცინაციამდე პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინისათვის სპეციფიკური უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების შესახებ და რჩევები - გავრცელებული მსუბუქი რეაქციების სამართავად, ასევე შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქციები უფრო მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში;
  • უზრუნველყოს აცრის ფიქსირებული და დროებითი უბნების და გამსვლელი ამცრელი ბრიგადის მზადყოფნა ანაფილაქსიის შემთხვევისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად;
თამარ იაკობაშვილი
991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია