როდის იგეგმება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია და იქნება თუ არა სავალდებულო
ცნობილია პერიოდი თუ როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებლებთან და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

მისი თქმით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.
1710
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ia
0
ინდოელები არ შემოუშვათ, ვაქცინა კი ვისაც უნდა ის გაიკეთებს, სავალდებულო, რა კონცლაგერში კი არა ვართ!
09:53 / 28-04-2021
გიგა
1
სასწრაფოდ უნდა ჩაკეტოთ ქვეყანა და გამოაცხადოთ კარანტინი !!!შედეგზე პასუხისმგებლები იქნებიან გამყრელიძე და იმნაძე.მკაცრად უნდა აგონ პასუხი და მათ ხალხის რისხვა უნდა დაატყდეთ თავს!
09:48 / 28-04-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია