ცნობილია პერიოდი თუ როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებლებთან და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.
მისი თქმით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.