დუბაი - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოქალაქეების ნაწილი, რომლებმაც ახალი კორონავირუსის ჩინური კომპანია “სინოფარმის” წარმოების ვაქცინები მიიღეს, მესამე დოზის გასაკეთებლადაც დაიბარეს, რადგან ამ ვაქცინამ საკმარისი იმუნური პასუხი არ გამოიწვია/აჩვენა, რომელიც მწარმოებელმა კომპანიამაც აღიარა.
უალიდ ზაჰერმა, G42 Healthcare-ის მთავარმა მკვლევარმა, “სინოფარმის” ვაქცინის დისტრიბუტორმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, Dubai Eye radio-ს უთხრა, რომ ახალი კვლევაც მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს მესამე დოზას უკეთებდნენ და მის შედეგებს იკვლევდნენ.
“როცა ადამიანებს არ ჰქონდათ არანაირი რეაქცია ვაქცინაზე, გადავწყვიტეთ, “სინოფარმის” ვაქცინის მესამე დოზა მიგვეცა მათთვის, რამაც, გარკვეულწილად გააუმჯობესა მათი იმუნური პასუხი,”- განუცხადა მან "ვაშინგტონ პოსტს".
მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც, ტესტირების შემდეგ, ანტისხეულების დაბალი დონე აღმოაჩნდება, შეუძლია მიმართოს ექიმს და კიდევ ერთი დოზის მიღების შესახებ შეხვედრა დანიშნოს. თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პირიქით ხდება: მოქალაქეს იქით უკავშირდებოდნენ კვლევის ავტორები და მესამე დოზას სთავაზობენ.
უალიდ ზაჰერის თქმით, მესამე დოზის საჭიროების მქონე ადამიანები”ძალიან ცოტანი არიან.”
მესამე ზოდის საჭიროების შესახებ პირველად 10 მარტს იქნა ნახსენები, ჯანდაცვის სექტორის სპიკერის, ფარიდა ალ-ჰოსანის მხრიდან, რომელმაც გამოცემა The National-ს მისცა ინტერვიუ.
ექიმების ნაწილმა Wall Street Journal-ის მისცეს ინტერვიუ და უთხრეს, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც “სინოფარმის” ვაქცინის მიღების შემდეგ მოქალაქეებს საერთოდ არ გაუჩნდათ ანტისხეულები.
სწორედ ასეთი სახის ინფორმაციის შემდეგ, ჩნდება ეჭვები ამ ვაქცინის ეფექტურობაზე, რომელიც უკვე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.
მწარმოებლების განცხადებით, “სინოფარმის” ვაქცინის ეფექტურობის დონე 79 პროცენტია, თუმცა, მონაცემები ამის შესახებ არასოდეს გამოქვეყნებულა: ეს თვითგამოცხადებული ეფექტურობაა.
არაბთა გაერთიანებული საემიროების გარდა, “სინოფარმის” ვაქცინა იყიდა ეგვიპტემ, კამბოჯამ, სენეგალმა და პერუმ.
იხილეთ წყარო და მეტი ინფორმაცია "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ