რას ტოვებს კოვიდ-19 ბავშვებში: "ისინი ვეღარ ასრულებენ ჩვეულ აქტივობებს" - ქართველი პროფესორის განმარტებები
კოვიდინფექცია ბავშვთა ასაკისთვის რთულ დაავადებად არ მიჩნდათ, თუმცა დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ყოველთვის უკვალოდ არ ჩაივლის. თინათინ კუტუბიძე, ბავშვთა რევმატოლოგი, თსსუ პროფესორი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა კვალს ტოვებს კოვიდ-19 ბავშვებში და რა გართულებები შეიძლება ახლდეს პროცესს თან:

"ვნახეთ, რომ კოვიდ-19 ძალიან ბევრ ბავშვთან ტოვებს კვალს. რაც გამოწვევა ხდება როგორც პედიატრისათვის, ასევე ვიწრო სპეციალობის ექიმებისათვის, იქნება ეს რევმატოლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი თუ ასე შემდეგ, ნევროლოგებიც განსაკუთრებით ჩართულნი არიან ამ პროცესში. შემოვიდა ასეთი ცნება - გახ
ანგრძლივებული კოვიდი. ძალიან ბევრმა ბავშვმა ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით გადაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ ყველასთან გარკვეული გართულება არ დარჩენილა და არც გამოვლენილა. მაშინ, რასთანაა ეს დაკავშირებული? ხომ არ აქვს იმუნოლოგიური საფუძველი, გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც განაპირობებს შემდეგში გარკვეული გართულებების ჩამოყალიბებას. 18 მარტს ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, შეთანხმდნენ იმაზე, რომ არსებობს მრავლობითი ანთებითი სინდრომი, დაკავშირებული კოვიდინფექციასთან. წამოვიდა ახალი სინდრომიც, რომელიც ასე იშიფრება: მიალგია-ენცეფალიტი-ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ბავშვებს, რომლებსაც კოვიდმა ეს სინდრომი დაუტოვა, აღენიშნებათ დაბინდული გონება, საერთო ძლიერი სისუსტე, მიალგია. ისინი უკვე ვეღარ ასრულებენ იმ ჩვეულებრივ აქტივობას, რომელსაც იქამდე ასრულებდნენ და შემდეგში გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის ბავშვსაც და გამოწვევაა მთელი ოჯახისთვის" - განაცხადა თინათინ კუტუბიძემ. მისივე თქმით, ამ დროისთვის მის კლინიკაში 60-მდე ბავშვი სწორედ ამ ჩივილების გამო მკურნალობს.

11520
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია