ბიძინა კულუმბეგოვი ერთ საიმედო ფაქტორს ასახელებს, რომელიც კორონავირუსის მესამე ტალღას ეხება: „ერთადაერთი ამის იმედი მაქვს“
ბიძინა კულუმბეგოვი ერთ საიმედო ფაქტორს ასახელებს, რომელიც კორონავირუსის მესამე ტალღას ეხება: „ერთადაერთი ამის იმედი მაქვს“
ცნობილმა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა იმედის არხის "დილის შოუში" კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის საფრთხეზე ისაუბრა.
მისი თქმით, რისკი საქართველოში ძალიან მაღალია, რადგან ვირუსის შემაკავებელი ზომებიდან ჩვენს ქვეყანაში თითქმის არცერთი არ არის სათანადოდ დაცული.
„ვირუსი აბსოლუტურად თავისუფალია და უკონტროლოა. მას აკავებს მხოლოდ 3 ფაქტორი: პირბადე, ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა და ვაქცინა. ამ სამიდან ჯერჯერობით დაგვრჩა პირბადე, რომლის ტარების მაჩვენებელიც განახევრებულია, და წუწუნი. შესაბამისად, მესამე ტალღის რისკი ძალიან მაღალია“ - განაცხადა კულუმბეგოვმა და მაგალითისთვის სინგაპური დაასახელა, სადაც პირბადის ტარების მაჩვენებელი შენობის შიგნით და გარეთ
95%-ია, რისი წყალობითაც ამ ქვეყანას პანდემია პრაქტიკულად არ შეხებია.
თუმცა ცნობილმა ექიმმა ერთ საიმედო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ერთადაერთი იმის იმედი მაქვს, რომ ვინაიდან მესამე ტალღის საფრთხე თბილ სეზონს ემთხვევა, როცა ბუნებრივი ვენტილაცია იმატებს, ადამიანები დიდ დროს ატარებენ გარეთ და ბევრი ფანჯარაა ღია, გავრცელება ძალიან მასშტაბური არ იქნება. ვირუსის გავრცელებაში სეზონურობა გამოკვეთილია, შედარებით მცირდება ზაფხულში, განსაკუთრებით ტენიან გარემოში, რადგან ვირუსის შემცველი წვეთები ტენიან გარემოში უფრო მძიმდება და ჰაერში არ რჩება, მალე ეცემა ძირს“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელიც ვაქინაციისადმი უნდობლობასაც შეეხო, მისი თქმით, საქართველოში ჭეშმარიტი ანტივაქსერები, რომლებისთვისაც ვაქვცინა იდეურად მიუღებელია, თითქმის არ არსებობენ და ეს უნდობლობა ინფორმაციის დეფიფიციტის და ნაკლებობის ბრალია. გარდა ამისა მთელ მსოფლიოში ერთადერთი
ადამიანი გარდაიცვალა ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში და ეს მაინცდამაინც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. კულუმბეგოვმა ექიმების პასიურობის ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება.
„კითხვაზე, ვისგან მოწოდებულ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად, 74% პასუხობს, რომ ენდობა ექიმს. ხოლო როდესაც თავად ექიმებმა არ გაიკეთეს ვაქცინა, რა მორალური უფლებით უნდა მოვთხოვოთ ეს სხვა მოქალაქეებს. ექიმების არგუმენტია ის, რომ არ ვიცით, მომავალში რას გამოიწვევს ვაქცინა. მათ ვპასუხობ, ნებისმიერი წამალი, რასაც ვიღებთ, შეიცავს გვერდითი მოვლენების რისკს. კოვიდით და ვაქცინით გამოწვეული რისკი და სარგებელი რომ შევადაროთ, იგივეა დედამიწა რომ შევადაროთ ფორთოხალს. ეს საერთო საზოგადოებრივი შეგნების საკითხია, რომლის საფუძველი ჯერ კიდევ სასკოლო განათლებაში უნდა იდოს. ამ შეგნებით ძალიან ბრძენმა ერმა, ისრაელმა განახორციელა ვაქცინაცია და 90%-ით შეამცირა შემთხვევები“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელმაც ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა.

„ჩინური ვაქცინა დიდი ხანია გამოიყენება მსოფლიოში. მათ აქვთ 3 ვაქცინა. ორი მათგანი "სინოფარმი" და "სინოვაკი" გახლავთ ტრადიციული მეთოდით დამზადებული. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება ამ ვაქცინებს უფრო უკეთესი „მეხსიერება“ აღმოაჩნდეთ და უფრო მეტი შტამისგან დაგვიცვას. უფრო მრავლად, ნაირფერი ანტისხეულები დატოვოს" - განაცხადა კულუმბეგოვმა. როგორც თავად აღნიშნა, ის "ასტრაზენეკათია" აცრილი - პირველივე ვაქცინით, რისი შესაძლებლობაც ქვეყანაში გაჩნდა. 


1909
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები