ექიმი პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, თუ რატომ არ შეიძლება, მე-5-მე-6 კლასელი ბავშვი ზედმეტად დავტვირთოთ მეცადინეობითა და სხვადასხვა წრეზე სიარულით:
"ბავშვების გადაღლა არ უკავშირდება მხოლოდ ეკრანდამოკიდებულებას. ისინი სხვადასხვა წრესა და მასწავლებლებთან დადიან. სკოლას დაამთავრებენ გახანგრძლივებულით 4 საათზე, შემდეგ კიდევ აქვთ დამატებითი საგნები, მაგალითად, ინგლისური, მათემატიკა და ასე შემდეგ. მე-5-მე-6 კლასელი ბავშვისთვის დატვირთული რეჟიმი არ შეიძლება. გამოიფიტებიან, რაც დაუკავშირდება საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლილობას. თუ ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე 18 წლის შემდგომ ადამიანებში ვსაუბრობდით, ახლა უკვე თინეიჯერულ ასაკშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გვაქვს. ბავშვები შეიძლება ჩვენც, მშობლებმაც, გადავღალოთ და გამოვფიტოთ ზედმეტი მეცადინეობით, ან ეკრანდამოკიდებულებით გადაიღალონ."