როგორი საცვლები უნდა ეცვას ბიჭს, რომ დაცული იყოს მისი მამაკაცური ჯანმრთელობა: "ამბობენ, რომ ზედმეტად თავისუფალი ტრუსი არასასურველია"
როგორი საცვლები უნდა ეცვას ბიჭს, რომ დაცული იყოს მისი მამაკაცური ჯანმრთელობა: "ამბობენ, რომ ზედმეტად თავისუფალი ტრუსი არასასურველია"

შეკითხვა, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრაზე უკრაინელ პედიატრს, ევგენი კომაროვსკის დაუსვეს, ბევრ მშობელს აწუხებს. ვფიქრობთ, ექიმის პასუხიც ბევრს დააინტერესებს. საუბარი ბიჭების საცვლებს და მათში სათესლე ჯირკვლების მდებარეობას ეხება.
შეკითხვა:
მყავს 6 წლის ბიჭი. გამიგია, რომ ზრდასრული მამაკაცებისთვის საზიანოა მჭიდრო საცვლების ტარება. პატარა ბიჭებისთვის კი პირიქით, ზედმეტად თავისუფალი საცვლები არასასურველია. ამბობენ, რომ სათესლე ჯირკვლები დაფიქსირებული უნდა იყოს, თორემ გადახლართვის რისკი იზრდება. სინამდვილეში როგორი საცვლებით უნდა ვატაროთ ბიჭუნა - მჭიდრო საცურაო ტრუსებით, შორტის ფორმის ტანზე მომდგარი თუ თავისუფალი საცვლებით, რომ დაცული იყო მისი მამაკაცური
ჯანმრთელობა?

პასუხი ექიმ კომაროსვსკისგან:
- ყველა ძუძუმწოვარი, მათ შორის შედარებით გონიერი პრიმატებიც, ყოველგვარი ტრუსების გარეშე ცხოვრობენ ველურ ბუნებაში და მათი გამრავლების ორგანო არავითარ სპეციალურ დაცვას არ მოითხოვს.
რაც შეეხება საკუთრივ ტრუსებს, ყველაზე კარგი და სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული საცვალი ის არის, რომელსაც საერთოდ ვერ გრძნობთ, რომ გაცვიათ (ეს ორივე სქესს ეხება). არსად უნდა გაჭერდეთ და არც უნდა გძვრებოდეთ. არც კანს უნდა აღიზიანებდეს. საცურაო ტრუსი ცურვისთვისაა გამიზნული, მაგრამ არც ცურვისას უნდა გიჭერდეთ ან გძვრებოდეთ. ანუ ტრუსები პირველ რიგში მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს.
მედიცინაში არცერთი კვლევა არ არსებობს, რომელიც ბიჭის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ტრუსების გავლენას ადასტურებდეს. სამედიცინო თვალსაზრისით, ტრუსების გარეშე სიარულიც დასაშვებია, მთავარია, კომფორტულად იყოთ.
სამაგიეროდ, სამედიცინო კვლევა
არსებობს და დამტკიცებულია, რომ ძლიერი სიცხის დროს ძალიან მძიმე ფიზიკური დატვირთვის პირობებში მჭიდრო ტრუსები კიდევ უფრო ზრდის ტემპერატურას ჯირკვლების გარშემო, რის გამოც სპერმატოზოიდების წარმოქმნა მცირდება. ეს პრობლემა ტრუსების გარეშეც იჩენს თავს, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია.
სათესლე ჯირკვლების დაფიქსირება საჭიროა მხოლოდ გარკვეული დაავადებების დროს, ამისათვის არამარტო მჭიდრო ტრუსი, სპეციალური ბანდაჟებიც გამოიყენება, რათა ჯირკვლები მაქსიმალურად უძრავად იყოს.
თუ ბავშვს სათესლე ჯირკვლების არეში უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება აქვს, ნუ დააბრალებთ ტრუსებს. ყოველ შემთხვევაში, ტრუსის შეცვლით ნუ შემოიფარგლებით და აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.
რაც შეეხება გადახლართვას, მისი რისკი სქესობრივი მომწიფებიდან 30 წლის ასაკამდე არსებობს. მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა ან შეიძლება საერთოდ ვერ მივაკვლიოთ მიზეზს. ყოველ შემთხვევაში, ტრუსები ამჯერადაც არაფერშუაში იქნება.

3203
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი