რომელი პროდუქტები აუმჯობესებს ბავშვის მეხსიერებას - მარი მალაზონიას რჩევები
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" იმ პროდუქტებზე საუბრობს, რომლებიც ბავშვებს სიტყვებისა და ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება:

"სიტყვებისა და სიტყვებს შორის ახალი კავშირების დამახსოვრებაში კონკრეტული ნივთიერებები განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მათ შორისაა ნივთიერებები, რომლებიც არის მაგალითად ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა კენკროვნები. გვისაუბრია აღნიშნული პროდუქტების მრავალ სიკეთეზე, მაგრამ ის ანტიოქსიდანტები, ანტიდმჟანგავები, რომლებიც განვიხილეთ სხვადასხვა დროს, როგორც ანთების, კიბოს, დაბერების საწინააღმდეგო, აღმოჩნდა, რომ პირდაპირ კავშირშია, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და მეტყველებაზე. ამიტომ, მეხსიერებისთვის
ხელშემწყობი ნივთიერებებია: კენკრაში არსებული ანტიოქსიდანტები. ანტიოქსიდანტები, რომლებიც შავ და თეთრ ყურძენშია. მათი შემადგენლობა წიპწაშიც კი არის დადასტურებული, განსაკუთრებით, როდესაც წითელ ყურძენზე ვლაპარაკობთ. გაგიკვირდებათ და პროდუქტთა შორის ჭარხალიცაა. ამ შემთხვევაში ჭარხალი იმ პროდუქტების განზოგადებაა, რომლებიც ბუნებრივად შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტოვან ნაერთებს. ჭარხალს გამოარჩევს ის, რომ მასში ბეტაინია. ეს ნივთიერება განსაკუთრებით ეფექტურია ანთების, კიბოს, დაბერების წინააღმდეგ და ბავშვის მეტყველების განვითარებასა და მეხსიერებისათვის. ჩვენთვის არ არის ენდემური პროდუქტი, მაგრამ, მაინც მინდა მშობლებს ვუთხრა, ამ ჩამონათვალში მოხვდა ავოკადოც. მისი მთვარი ღირსება ცხიმია. ჩვენს უჯრედებს, რა თქმა უნდა, ცხიმი სჭირდება. სპეციფიკური ცხიმი, რომელიც ტვინის უჯრედებისთვისაა საჭირო, შეიძლება სხვადასხვა მცენარეული წყაროდან მივიღოთ და აღმოჩნდა, რომ ავოკადოს ცხიმი ძალიან კარგი საშუალებაა."

834
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი