ნებისმიერი ქალისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმთან დროული ვიზიტისა და შესაბამისი მკურნალობის დროს კი ბევრი გართულების თავიდან არიდებაა შესაძლებელი. სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი, თიკო გოთუა გვიყვება, ბოლო პერიოდში რომელი გინეკოლოგიური პრობლემებია გავრცელებული ქალებში, რა უნდა იცოდნენ სქესობრივი ცხოვრების შესახებ, კონტრაცეფციულ საშუალებებსა და ნაადრევი მშობიარობის რისკებზე:
- არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ, ყოველთვის, ყველაზე ხშირად გავრცელებულია ვაგინიტი. ვაგინიტი არის ვაგინის, ანუ საშოს ნებისმერიერი სახის ანთება და ინფექცია, რაც შესაძლებელია ყველა ასაკის ქალს დაემართოს. ამ დროს, ნებისმიერი გამღიზიანებელი არღვევს საშოს ქსოვილის ფიზიოლოგიურ ბალანსს და ვითარდება ვაგინიტი. ვაგინიტის გამომწვევი შეიძლება იყოს:
ინფექციები, ბაქტერები, ვირუსები. ჰიგიენური კრემები, საფენები, საცვლები. პირადი ჰიგიენის დაუცველობა. პარტნიორი, რომელსაც აქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ასევე, მრავლობითი სქერობრივი პარტნიორი. ყველაზე უფრო გავრცელებულია კანდიდას ინფექცია, ანუ სოკოვანი ვაგინიტი და ბაქტერიული ვაგინოზი. რაც შეეხება კანდიდათი გამოწვეულ სიმპტომებს, მას ახასიათებს საშოდან სქელი, ხაჭოსებრი გამონადენი, ქავილი, ვაგინისა და ვულვის სიწითლე და შეშუპება. რისკ-ჯგუფში არიან ქალები, რომლებიც:
ანტიბიოტიკებს დიდი ხნითა და დიდი რაოდენობით მოიხმარენ. ორსულები. დიაბეტით დაავადებულები. ქალები, რომლებიც მოიხმარენ კონტრაცეპტივებს ესტროგენების დიდი შემცველობით. ასევე, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მომხმარებლები. მკურნალობისას უნდა განისაზღვროს პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, დაავადების ხარისხი, სიმპტომების ტიპი და სიმძიმე. უნდა ჩატარდეს საშოს ნაცხის კულტურალური კვლევა. მხოლოდ ამის შემდეგ, დროული და შესაბამისი მკურნალობით, პრობლემა მარტივად მოგვარებადია.
ნაადრევი მშობიარობა 22-დან 33-34 კვირამდე. ნაადრევი მშობიარობა 33-34 კვირიდან 36-37 კვირამდე. ნაადრევი მშობიარობა ახალშობილის სიკვდილიანობისა და ავადობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მიუხედავად ანტენატალური მეთვალყურეობის გაუმჯობესებისა, ნაადრევი მშობიარობის სიხშირე მაინც მაღალია. ულტრასონოგრაფიული კვლევის გამოყენებით, შესაძლებელია რისკის განსაზღრა და ინტერვენციის განხორციელებაც, რამაც შესაძლოა სიხშირე შეამციროს. ულტრასონოგრაფიული კვლევით, რაც საშვილოსნოს ყელის სიგრძის ცვლილებაზე დინამიურ დაკვირვებას გულისხმობს, შესაძლებელია გამოვავლინოთ ორსულები, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის რისკით. სწორედ ამ რისკის შეფასების ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია ტრანსვაგინალურიულტრასონოგრაფიით საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრა. პრობლემის პრევენციისთვის, დიაგნოსტიკისა და მართვისთვის ცალკე სახელმწიფო პროტოკოლი არსებობს. მეან-გინეკოლოგები სწორედ ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ. მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ორსულები ორ ჯგუფად იყოფიან:
ასიმპტომური მაღალი რისკის ორსულები: მათ მიეკუთვნებიან ქალები, რომლებშიც დაფიქსირებულია: სპონტანური ნაადრევი მშობიარობა ანამნეზში, საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული ჩარევები, ანამნეზში 2 ან მეტი ხელოვნური აბორტი, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, საშვილოსნოს მიომა, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება, არასათანადო ანტენატალური მეთვალყურეობა, დედის ასაკი <19 წელი და >35 წელი, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. სიმპტომური პაციენტები: როდესაც სახეზეა საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვები, საშვილოსნოს ყელის გახსნა მეტია 2 სმ-ზე, ყელის სიგრძე ნაკლებია 25 მმ-ზე, საშვილოსნოს ყელის გადასწორება მეტია 80%-ზე, საშოდან სისხლიანი გამონადენი, ან სანაყოფო სითხის დაღვრა. ზემოთ აღნიშნული პროტოკოლის ძლიერი მხარდაჭერის და სრული ანტენატალური მეთვალყურეობის შემთხვევაში, ხშირად გამოსავალი კეთილსაიმედოა.
საშვილოსნოს კეთილთვისებიანი პათოლოგიებია: საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა, ლეიომიომა). ამ დროს ოპერაციული ჩარევის ჩვენებებშია: დიდი ზომის კვანძები, კვანძების სწრაფი ზრდა, კვანძების შედეგად გამოწვეული სისხლდენები. ქირურგიული, ანუ ოპერაციული მკურნალობა იყოფა რადიკალურ და ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებად. იმ ქალებთან, რომლებსაც შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურთ, ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია. იკვეთება მხოლოდ კვანძები, რა თქმა უნდა, თუ ამის ტექნიკური საშუალება არსებობს და საშვილოსნო ნარჩუნდება. საკვერცხის კისტების სხვადასხვა სახეობა არსებობს. მათ შორისაა: დერმოიდული და ენდომეტრიოიდული კისტები. კისტის შემოგრეხის ან კისტის კაფსულის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. ოპერაციული მკურნალობისას ქირურგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი. მით უმეტეს, რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომელთაც შვილის გაჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. მესამეა ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთაგანაც ხშირია: საშვილოსნოს ყელის, ტანისა და საკვერცხის სიმსივნეები. სამივე შემთხვევაში, დაავადების დროულად გამოვლენას და დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ოპერაციული მკურნალობა უნდა წარმოადგენდეს "ოქროს სტანდარტს."
თამარ იაკობაშვილი
„ეს ქმედება შეიძლება საშვილოსნოს დაკარგვით დასრულდეს“ - გინეკოლოგი სქესობრივ ცხოვრებაზე