რატომ არის ჩაქაფული უნიკალური კერძი და რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს - მარი  მალაზონიას რჩევები
ჩაქაფული ბევრი ადამიანისათვის საყვარელი კერძია. ამ სეზონზე ამ კერძს ბევრ ოჯახში ამზადებენ. ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ის და რაში ეხმარება ადამიანის ორგანიზმს:

- როგორც წესი, ჩაქაფული რიტუალურ საკვებად განიხილება, რომელსაც დედამიწაზე ანალოგი არ აქვს. არც ერთ კულინარიულ ტრადიციას მსგავსი პროდუქტი არ აქვს. როგორ შეიძლება, წითელი ხორცის ყველა ნაკლი განეიტრალდეს?  მაგალითად, თრომბოზის რისკი თუ იზრდება, ამისათვის არსეებობს ტყემალი ან ალუჩა, რომლებიც კუმარინებს შეიცავს. ის სისხლის გათხელებაზე მუშაობს და ეს ფაქტორი
განეიტრალდება. როდესაც ცხიმით დატვირთვასა და შემცველობაზე ვსაუბრობთ, თეთრი ღვინო, რომელიც გამოიყენება, მისი ანტიოქსიდანტური სტატუსი, მასში არსებული ნივთიერებები გვეხმარება  ბალანსის შენარჩუნებასა და და სისხლძარღვის დაცვაში. მწვანილები, საკმაოდ დიდი რაოდენობით მწვანე ხახვი, რომელიც ახლა C ვიტამინით ყველაზე მდიდარი პროდუქტია. ასევე მწვანე წიწაკა, რომელიც რეკორდულო რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, მასში არსებული კაფსაიცინი, ანთების, კიბოს საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა, ეს ახალგაზრდა ხორცთან ერთად იდეალურ კომბინაციას ქმნის. ცილა ბევრად ადვილად დასამუშავებელი და შესათვისებელი ხდება.

altჩაქაფული ტრადიციული რეცეპტით




1891
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები