ვინც კოვიდინფექცია გადაიტანა, მინიმუმ, 6 თვე ოჯახის ექიმთან კონტაქტში უნდა იყოს - პოსტკოვიდი სერიოზული პრობლემა ხდება
ვინც კოვიდინფექცია გადაიტანა, მინიმუმ, 6 თვე ოჯახის ექიმთან კონტაქტში უნდა იყოს - პოსტკოვიდი სერიოზული პრობლემა ხდება


პოსტ კოვიდური სინდრომი უკვე სერიოზული პრობლემა გახლავთ და მას მეტი ყურადღება სჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარის ფარგლებში განაცხადა.

მისი რეკომენდაციაა, კორონავირუსის გადატანის შემდგომ ადამიანებს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, პოსტ კოვიდურ სინდომს 500 ადამიანზე თბილისის ინფექციური საავადმყოფო სწავლობს.

„მოგეხსენებათ, კოვიდი გაზაფხულის ეტაპზე მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, რომელიც არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს, შემდგომ ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და ტერმინი შემოვიდა „პოსტ კოვიდური სინდომი“. ის უმრავლეს შემთხვევაში არ
ვითარდება, უმეტესად მაინც სრული გამოჯანმრთელებაა, მაგრამ ეს საკითხი ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი მონაცემებს, ინფექციურ დაავადებათა ცენტრი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, 500 ადამიანზე სწავლობს პოსტ კოვიდურ სინდრომს. ესენი არიან შემთხევვითი შერჩევის პრინციპით შერჩეული ადამიანები, რომ მონაცემები ვალიდური იყოს. მათი კვლევებისთვის სპეციალური პროტოკოლია შემუშავებული და ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფო ამ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ზოგადად, პოსტ კოვიდური სინდრომი გახლავთ უკვე სერიოზული პრობლემა და მას მეტი ყურადღება სჭირდება. ამიტომ, ჩემი, როგორც ექიმის რეკომენდაცია გახლავთ, კოვიდის გადატანის შემდგომ ადამიანი უნდა იყოს მჭიდრო კონტაქტში თავის ოჯახის ექიმთან, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და პერიოდულად კონსულტაციები ჰქონდეს ოჯახის ექიმთან. თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს“,
- განაცხადა გამყრელიძემ.
4641
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები