შეიძლება თუ არა აცრა მენსტრუაციული ციკლის დროს - ბიძინა კულუმმბეგოვის განმარტება
შეიძლება თუ არა აცრა მენსტრუაციული ციკლის დროს - ბიძინა კულუმმბეგოვის განმარტება


იწვევს თუ არა კორონავირუსი მენსტრუალური ციკლის დარღვევებს და რამდენად მიზანშეწონილია აცრა ციკლის დროს - სპეციალისტის პასუხი

ცოტა ხნის წინ დასავლურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის შემდეგ ბევრ ქალბატონს შეეცვალა მენსტრუალური ციკლი, აერია, იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ციკლი აღარც მოსულა და კორონავირუსმა ნაადრევი მენოპაუზა გამოიწვია. როგორც ცნობილია, კოვიდ-19 სისხლის შესქელებას იწვევს, სავარაუდოდ, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ციკლის ცვლილებებიც. ექსპერტები ამბობენ, რომ ციკლის დარღვევაზე დაავადების დროს განცდილი სტრესიც ახდენს გავლენას. ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ჰორმონებიც ასევე ახდენენ გავლენას სისხლის შესქელებაზე. 

ასევე გავრცელდა ხმები,
თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იწვევს გარკვეულ ცვლილებებს და ციკლის არევას, თუმცა კავშირი აცრასა და ციკლს შორის ჯერ არ გამოვლენილა და ესეც სავარაუდოდ, აცრასთან დაკავშირებულ სტრესს შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ. 

შეიძლება თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება  მენსტრუალური ციკლის დროს, ამის დასაზუსტებლად ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მივმართეთ:

- თუ მენსტრუალური ციკლის დროს, იშვიათ შემთხვევაში, ადამიანს კვინკეს შეშუპება ემართება, მაშინ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება... სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, შეზღუდვა არ არის. მოსაზრება, რომ კოვიდსაწნააღმდეგო ვაქცინაცია ციკლის დარღვევასა და მკტივნეულობაზე ახდენს გავლენას, არასწორია. მსგავსი ფაქტი არ დასტურდება კვლევებით და არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია კავშირი. იგივე ეხება შვილის გაჩენის თემას. განაყოფიერების უნარზე, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ხ
არისხზე ვაქცინა არ მოქმედებს! ამიტომ, ეს არის აბსოლუტურად ანტივაქსერული იდეა, რაც მიზნად ისახავს, რომ ბევრმა ადამიანმა უარი თქვას ვაქცინის გაკეთებაზე და შესაბამისად, შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ გაიკეთოს ვაქცინა და შესაბამისად, ბევრი დაიღუპოს.

თამარ იაკობაშვილი


1863
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები