როდის არ აქვს აზრი ტყვიაზე გამოკვლევას ბავშვებში და როდის არის ეს აუცილებელი - ეკა უბერის განმარტება


პედიატრი ეკა უბერი გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვს ტყვიაზე გამოკვლევა ჩაუტარდეს და როდის არ აქვს აზრი მსგავს კვლევას:

- პირველ რიგში, მინდა იმით დავიწყო, რომ ტყვიის გამოკვლევა და ბავშვის შემოწმება რუტინული კვლევა არ არის. დაახლოებით, 2 წლის წინ მშობლები ძალიან ხშირად მოგვმართავდნენ ხოლმე და ამბობდნენ, რომ ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა სურდათ. თუ ბავშვს სიმპტომატიკა არ აქვს, ჯანმრთელია და დედას არ აქვს ჩივილი, პირველ რიგში, მისი გონებრივი განვითარების შესაძლებლობებზე ან რაიმე სხვა პრობლემებზე, რუტინულად ტყვიის შემცველობის განსაზღვრა არ
ხდება. თუ ტყვიის არსებობა მაღალია და ქრონიკული მოწამვლის წყაროები არ დადგინდა, აზრი არ აქვს მისი შემცველობის განსაზღვრას. მკურნალობის  ეფექტურობა საკმაოდ დაბალია. მნიშვნელოვანია, წყაროს განსაზღვრა, თუ საიდან ხდება მწვავე თუ ქრონიკული მოწამვლის შემთხვევები. ეს არის წყალი, სამშენებლო მასალები, საღებავები, რეზერვუარები, სათამაშოები, ფანქრები თუ სხვა. ერთი პერიოდი, ეს საკითხი მშობლების შფოთვის საგანი იყო და ახლა ძალიან კარგია, რომ მიწყნარდა. მხოლოდ კლინიკური სიმპტომატიკის, ჩივილების მქონე ბავშვებზე ხდება გამოკვლევა. რაც შეეხება ჩივილებს, გარდა იმისა, რომ მოზრდილებში შეიძლება ეს გამოიხატებოდეს საერთო სისუსტითა და შრომისუნარიანობის
დაქვეითებით, ბავშვებთან, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან, ძალიან მნიშვნელოვანია ტყვიით მოწამვლის პრევენცია და ფსიქომოტორული განვითარების შეფერხების შეფასება. ერთ-ერთი, და არა ერთადერთი, მიზეზი შეიძლება ტყვიით მოწამვლა იყოს და ამის პრევენცია მხოლოდ ჯანსაღი გარემოა.

 

alt"ვერანაირი ტყვია ბავშვს ისეთ პრობლემას ვერ შეუქმნის, როგორსაც ეკრანდამოკიდებულება... მეც მქონდა იგივე პრობლემა" - თემურ მიქელაძის რჩევები მშობლებს

altრა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს? - გასტროენტეროლოგის პასუხი


660
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია