"ვაჟის გაჩენის შანსი იზრდება, თუ წყვილს კონტაქტი ოვულაციის დღეს ექნება" - მეცნიერული ვერსიები სქესის დაგეგმვაზე
"ვაჟის გაჩენის შანსი იზრდება, თუ წყვილს კონტაქტი ოვულაციის დღეს ექნება" - მეცნიერული ვერსიები სქესის დაგეგმვაზე
ექიმები თვლიან, რომ მომავალი ბავშვის სქესი მამაზეა დამოკიდებული. ბიოლოგიის ელემენტარული კურსიდანაც კი ცნობილია, რომ ქალი გადასცემს XX ქრომოსომას, მამაკაცი კი XY-ს. როდესაც X რომოსომის მქონე სპერმა მონაწილეობს განაყოფიერების პროცესში, გოგონა იბადება, ხოლო თუ Y ქრომოსომიანი სპერმაა - ბიჭი. მთავარი საიდუმლო იმის გაგებაა, რომელი ქრომოსომა მიიღებს მონაწილებას განაყოფიერების პროცესში. მაგალითად, ბიჭის ჩასახვისთვის იდეალურია ოვულაციის დღე. ასევე, არც გენეტიკა უნდა დაგვავიწყდეს, რადგან არიან ოჯახები, სადაც უფრო ხშირად გოგონები ან ვაჟები იბადებიან.

"მამაკაცის ქრომოსომები უფრო სწრაფი და მსუბუქია. ჩვეულებრივ, ისინი მხოლოდ ორი დღე-ღამის
განმავლობაში ცოცხლობენ. ამიტომ, პირველი ბავშვი ვაჟი რომ გაჩნდეს, უფრო დიდი შანსია, თუ წყვილს კონტაქტი ოვულაციის დღეს ექნება ( პლუს-მინუს, ერთუ დღე). უკვე ორი დღის შემდეგ ჰორმონალური ფონი გოგონას ჩასახვისთვის უფროა მზად. ზოგადად, 12 კვირამდე ბავშვის სქესის განსაზღვრა სისხლის გენეტიკური ანალიზითაა შესაძლებელი. ასევე, არსებობს კიდევ დამატებითი ტესტი ემბრიონის სქესის დასადგენად."- აღნიშნავენ ექიმები.

ქალი ხასიათის მიხედვით

თუ ვაჟზე ოცნებობთ, მაშინ აუცილებლად იქორწინეთ ძლიერ და დამოუკიდებელ ქალზე. ამას, რა თქმა უნდა, მეცნიერული ახსნა აქვს. სიცოცხლის პირველ დღეებში ემბრიონს სქესი არ აქვს. იმისათვის, რომ ბიჭი დაიბადოს, დედის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონი - ტესტოსტერონი უნდა დომინირდეს. 

mshoblebi

მდიდარ ადამიანებს ბიჭი უჩნდებათ

2009 წელს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს. კვლევამ, რომელშიც ასი ათასზე მეტმა ქალმა
მიიღო მონაწილეობა რუანდას რესპუბლიკიდან, აჩვენა, რომ ბავშვის სქესი მათ ფინანსურ მდგომარეობასთან ასოცირდებოდა. ბიჭები უფრო ხშირად იბადებიან იქ, სადაც ცხოვრების პირობები უფრო კომფორტული იყო. მეცნიერებმა ცხოველთა სქესისა და მათი შთამომავლობის სიჯანსაღეს შორის კავშირიც აღმოაჩინეს. ამტკიცებენ, რომ ძლიერი "მამაკაცები" მამრობითი სქესის შთამომავალს აჩენენ, ხოლო ლამაზი "ქალები" უფრო ხშირად - გოგონებს. 
2005 წელს ინგლისელმა ფსიქოლოგმა სატოში კანაძავიმ დაადგინა, რომ მაღალი მამაკაცები უფრო ხშირად იჩნდებათ ვაჟები, დაბლებს კი გოგონები, თუმცა დღეს ეს ჰიპოთეზა სადავოა.

ნაკლებად ნერვიული ქალები

სტრესმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ბავშვის სქესზე. თუ ქალი ხშირად ნერვიულობს, აწუხებს ჯანმრთელობა, ცუდად იკვებება, მას ქვეცნობიერად გოგონას გაჩენა უფრო სურს, ვიდრე ბიჭის. ასევე, მეცნიერები ამბობენ, რომ ქალები, რომლებიც ორსულობის დროს სერიოზულ სულიერ ტრავმას იღებენ, მუცლით გოგონას ატარებენ. ამ ფაქტის ახსნაც შესაძლებელია სამეცნიერო თვალსაზრისით. ნერვიულობის ნიადაგზე ჰორმონალური რღვევა ხდება ორგანიზმში, რაც ნაყოფის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის. მგრძნობიარე ჩანასახი, რომელიც, როგორც წესი, მამრობითი სქესისაა, ადვილად იღუპება, ხოლო უფრო მედგარი კი გადარჩება და გოგონა დაიბადება.

mshoblebi

ოჯახური ძალადობა

სატოში კანაძავის თეორიის მიხედვით, იმ ოჯახებში, სადაც ხშირია ჩხუბი და გარჩევები, უფრო ხშირად ბიჭები იბადებიან. თუმცა, თეორიის ავტორი ვერ აკონკრეტებს, ვის გამო ჩნდება ბიჭი, მოძალადე მამის თუ ნაცემი დედის. ის რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა ინგლისურ და ამერიკულ ოჯახებს და აღმოაჩინა, რომ ქალი, რომელსაც ქმარი სცემდა, უფრო ხშირად ვაჟს აჩენდა. ხოლო მშვიდ მამებსა და გაწონასწორებულ დედებს ხშირად გოგონა უჩნდებოდათ.

მეცნიერთა უამრავი თეორიის მიუხედავად, არც ერთ ექიმს ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე არ შეუძლია თქვენი შვილის სქესის გამოცნობა. ყოველ წელს ახალი კვლევა ჩნდება, მაგრამ მთავარი შეკითხვა, თუ რომელი ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს პირველად, პასუხგაუცემელი რჩება."- ამბობენ ექიმები.


altროდის ცდება ექოსკოპია სქესის დადგენისას და რატომ ერევათ ხშირად გოგონა ბიჭში

altრამდენად ამართლებს სქესის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდი და რომელია საუკეთესო შუალედი ორსულობებს შორის - გინეკოლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე



2259
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია