"აქამდე ვერიდებოდი ამის თქმას, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა" - თენგიზ ცერცვაძე გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მთავარ მიზეზებზე


გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი რი­ცხვის ერთ-ერთი მი­ზე­ზია ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი, რო­მე­ლიც დო­მი­ნი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და წინა თვე­ებ­ში დო­მი­ნი­რებ­და ევ­რო­პა­ში. ეს შტა­მი არა მხო­ლოდ სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და მეტი გა­დამ­დებ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, არა­მედ იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მძი­მე ფორ­მებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი კონ­ტი­გენ­ტი კო­ვი­და­ვად­მყო­ფე­ბი­სა გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მეა, ვიდ­რე მა­შინ, სა­ნამ ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი გაჩ­ნდე­ბო­და.

"გარ­და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბე­ბი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ დრა­მა­ტუ­ლად შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­ნა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ში 15-დან 30-მდე გარ­დაც­ვა­ლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა. თუ ჩვენ შე­ვა­და­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში
გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს და გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელს, მა­შინ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სუ­ლაც არ გვაქვს ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა და ევ­რო­პის 35 ქვე­ყა­ნა­ზე უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს. ამ­დე­ნად, ვერ ვი­ტყვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ რა­ი­მე ჩა­ვარ­დნაა, პი­რი­ქით მიღ­წე­ვაა, რო­დე­საც ჩვენ­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნა ამ მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით სჯობ­ნის ევ­რო­პის 35 ქვე­ყა­ნას და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, 15 გარ­დაც­ვლი­ლი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რია და სა­გან­გე­ბო ზო­მებს ვი­ღებთ, რომ ეს რი­ცხვი შემ­ცირ­დეს.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი რი­ცხვის ერთ-ერთი მი­ზე­ზია ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი, რო­მე­ლიც დო­მი­ნი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და წინა თვე­ებ­ში დო­მი­ნი­რებ­და ევ­რო­პა­ში. ეს შტა­მი არამ­ხო­ლოდ სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და მეტი გა­დამ­დებ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, არა­მედ იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მძი­მე ფორ­მებს. დღე­ვან­დე­ლი კონ­ტი­გენ­ტი კო­ვი­და­ვად­მყო­ფე­ბი­სა გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მეა, ვიდ­რე იქამ­დე, სა­ნამ ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი გაჩ­ნდე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ
ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის კი­დევ ერთი გა­მომ­წვე­ვია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ბა­ლი პრო­ცენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბის 5-6%-ს შე­ად­გენს.

"ამას­თან, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია და­ბა­ლია და ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ, ამ სიას მი­ვე­კუთ­ვნე­ბით. სულ 5-6%-ია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის, მა­შინ რო­დე­საც ის­რა­ელ­მა, ბრი­ტა­ნეთ­მა და ამე­რი­კამ 2/3 აცრა მო­სახ­ლე­ო­ბის. ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში პირ­ველ რიგ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მცირ­დე­ბა, თო­რემ გა­დამ­დებ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც რჩე­ბა. ჩვენ­თან ერთი დო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ 400-ზე მეტ ადა­მი­ანს და­ე­მარ­თა კო­ვი­დი და ყვე­ლა მათ­გან­მა გა­და­ი­ტა­ნა იო­ლად, ხოლო მე­ო­რე დო­ზის შემ­დეგ მხო­ლოდ 10-14 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და კო­ვი­დით. ვი­ნა­ი­დან, ჩვენ­თან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცენ­ტი არის 5-7 ეს ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზია იმი­სა, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის დრა­მა­ტუ­ლი შემ­ცი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე
17395
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები