"რაც უფრო კაშკაშა ფერისაა სათამაშო და რაც უფრო იაფია, მით მეტი შანსი არსებობს, რომ საფრთხეს შეიცავდეს" - საინტერესო რჩევა მშობლებს სპეციალისტისგან
სათამაშო ბავშვის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თუმცა, შესაძლოა მათში საშიში ნივთიერებები არსებობდეს, მაგალითად, ტყვია და მძიმე მეტალები, რაც ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ნია გიუაშვილი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი გადაცემაში "პირადი ექიმი" სწორედ ამ პრობლემასა და მოგვარების გზებზე საუბრობს:

- რაც უფრო კაშკაშა ფერისაა სათამაშო და რაც უფრო იაფია, მით მეტი შანსი არსებობს, რომ გარკვეულ საფრთხეს შეიცავდეს. ძალიან პრიმიტიულად შეგვიძლია ასე ვთქვათ, მაგრამ, როგორც წესი, მიხვედრაზე არ უნდა იყოს ხოლმე. უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მავნე ნივთიერებები ბავშვთა მოხმარების
საგნებში არ მოხვდეს. მაგალითად, ტყვია. მაგრამ, ტყვიის გარდა, სხვა ნივთიერებების დიდი ჩამონათვალი არსებობს. პირველ რიგში, მძიმე მეტალების, ვერცხლისწყლის, დარიშხანის და ასე შემდეგ, რომლებიც საშიში გახლავთ. ბავშვები არა მარტო თამაშობენ ამ ნივთებით, არამედ პირში იდებენ, მუდმივად აქვთ შეხება კანზე. შენობის შიგნით მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში არის რისკები იმისა, რომ საშიში ნივთიერებები მოხვდეს ჰაერშიც, წყალშიც და ასე შემდეგ. საქართველოში მსგავსი ტიპის რეგულაციები ამოქმედებას იწყებს და სათამაშოებზე ზედამხედველობის ცალკე მარეგულირებელი სისტემაა. ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობა გახლავთ ხოლმე ის, თუ რამდენად ხელშემწყობია მსგავსი დამოკიდებულება ბიზნესისათვის. მერწმუნეთ, სათამაშოები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ. ამიტომაც, რაც უფრო მკაცრი იქნება მარეგულირებელი ბაზა, მით უფრო ხარისხიანი სათამაშოები შემოვა საქართველოში იმპორტით და მით უფრო დაცულები იქნებიან
ჩვენი ბავშვები, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, იმისათვის, რომ სათამაშოებთან დაკავშირებული რისკები თავიდან ავირიდოთ.

112
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია