"სხვა შტამებს ეს სიმპტომი არ ახასიათებდათ" - პაატა იმნაძე "ინდური" შტამის განსხვავებულ სიმპტომზე საუბრობს
"სხვა შტამებს ეს სიმპტომი არ ახასიათებდათ" - პაატა იმნაძე "ინდური" შტამის განსხვავებულ სიმპტომზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "იმედის დილის ეთერში კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 18 შემთხვევა, რეალურად კი ამ შტამით ინფიცირებულთა რიცხვი მეტია. „ჩვენი გათვლებით, შემთხვევათა 10% საქართველოში უკვე ინდურ შტამზე მოდის“ - აცხადებს პაატა იმნაძე, რომელიც განსხვავებულ სიმპტომზე ამახვილებს ყურადღებას.
„გარდა იმისა, რომ უფრო მეტად ვრცელდება, სიმპტომატიკაც გასხვავებული აქვს. მეტად ახასიათებს სურდო, სხვა შტამებს სურდო პრაქტიკულად არ ახასიათებდათ. ეს შტამი უფრო ჰგავს გაციებას. ეს უფრო სახიფათოა, რადგან შეიძლება ადამიანმა ამას ყურადღება არ
მიაქციოს, მითუმეტეს, ახალგაზრდებმა და მათი ოჯახის წევრებისთვის ეს საბედისწერო აღმოჩნდეს“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება ეპიდემიის სამომავლო პროგნოზს, პაატა იმნაძის თქმით, ბევრი რამ აცრის ტემპებზეა დამოკიდებული.
„თე შევძლებთ, რომ მაქსიმალურად ავცრათ მოსახლეობა ზაფხულის განმავლობაში, შემოდგომისთვის პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. შესაბამისად, მეოთზე ტალღა არ იქნება ისეთი დამანგრეველი, როგორიც იყო ნოემბრის და მაისის შემთხვევაში“ - განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობილმა ეპიდემიოლოგმა მასწავლებელთა და სტუდენტთა სავალდებულო აცრის თაობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„უცხოური უნივერსიტეტები, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მიდიან, სთხოვენ აცრის დამადასტურებელ საბუთს. ჩვენთან ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ კერძო სკოლებმა და უნივერსიტეტებმა შეიძლება თავად დააწესონ შიდარეგულაცია და მოითხოვონ, რომ მათ დაწესებულებაში ყველა იყოს აცრილი" - განაცხადა იმნაძემ და ანტისხეულებთან დაკავშირებითაც
გააკეთა განმარტება:
"აცრილი ადამიანის მიერ ანტისხეულებზე ანალიზის აღებას არავითარი აზრი არ აქვს. შეიძლება ანტისხეულები არ გქონდეთ, მაგრამ უჯრედული იმუნიტეტი, ანუ სულ სხვა მექანიზმი მუშაობდეს დცა იმუნიტეტი მაინც გქონდეთ" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

altგადამდებია თუ არა ე.წ. შავი სოკო და რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან - ალექსანდრე გოგინავა აქტუალურ შეკითხვებზე


5706
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნია
1
ვაქცინა ვერ შემოგაქვთ და მოსახლეობა როგორ უნდა აცრათ უვაქცინოდ, იქნებ ესეც აგვიხსნათ?! მხოლოდ ბლაბლაბლა!
01:03 / 18-06-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია