რატომ ხდებიან ავად დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები - პრობლემა, რომელიც ბევრ მშობელს აღელვებს
რატომ ხდებიან ავად დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები - პრობლემა, რომელიც ბევრ მშობელს აღელვებს
ალბათ, გეცნობათ სიტუაცია - ბავშვები ზაფხულში კურორტზე გაგყავთ, იმედიანად ხართ, რომ ჯანსაღ და სუფთა ჰაერზე არიან და სწორედ ამ დროს ხდებიან ავად. უწევთ სიცხე და დასვენების ტკბილი დღეები ექიმებში და კლინიკებში სირბილს ხმარდება. იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არ გემართებათ ასე, ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და აგიხსნით, რატომ ხდება ასე.

ზაფხულობით ბავშვის ორგანიზმს ბევრ შეუჩვეველ სიახლეებთან უწევს შეგუება - მგზავრობა, ტრანსპორტის შეცვლა, ყოველდღიური რეჟიმისა და რუტინის შეცვლა, გარემოს გამოცვლა - ეს ყველაფერი პატარა ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია, რაც უთუოდ აისახება მის დამცველობით
სისტემაზე. ამიტომაა, რომ უმარტივეს ინფექციასაც (თუმცა ჩვენს კურორტებზე სერიოზული ინფექციების რისკიც მაღალია) კი შეუძლია ავადობა გამოიწვიოს.
როცა საზღვაო კურორტზე ჩადიხართ, ბავშვები რატომღაც მაშინვე ცივდებიან. ამის მიზეზი აი, რა არის:
ახალ გარემოს რომ შეეჩვიოს (ტემპერატურას, უცნობ მიკრობებსა და ვირუსებს), ბავშვის ორგანიზმს 7-10 დღე სჭირდება.
ამაზე ადრე ორგანიზმი შეცვლილ გარემოზე მორგებას ვერ ასწრებს და დამცველობით სისტემას უჭირს სრულყოფილად იმოქმედოს ინფექციებზე, რომლებიც ხალხმრავალ კურირტებზე ძალიან ბევრია. ამიტომაც ექიმები მშობლებს ურჩევენ, კურორტზე ჩასვლის პირველ დღეებში ბავშვი შედარებით პასიურ რეჟიმში ამყოფონ, ხალხმრავალი ადგილები, ლაშქრობები, დატვირთული დღეები რამდენიმე დღით გადადონ.
ხოლო როცა შინ დაბრუნდებით, ძველ გარემოსთან შესაგუებლადაც ბავშვს დაახლოებით 7 დღე დასჭირდება.
გაითვალისწინეთ, ბავშვის გაციება ძლიერ სიცხეში უფრო ადვილია, ვიდრე სიცივეში.
მაგალითად, ცხელ ქვიშაში თამაშის შემდეგ გრილ წყალში შესვლამ შეიძლება გაცივება გამოიწვიოს. სურდო ადვილად გადადის ანთებით პროცესში. ამიტომ, თუ შეატყვეთ, რომ ბავშვს სურდოს ნიშნები აქვს, 1-2 დღე წყალში ყოფნის სიხშირე შეამცირეთ.
თუ თავს ხშირად ისველებს და წყალში ყურყუმელობა მოსწონს, ყურიდან ინფექციის შეჭრის რისკიც იზრდება, რამაც შეიძლება ასევე ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. ამიტომ სურდოიან ბავშვს წყალში თავის ჩაყოფის ნებას ნუ მისცემთ. სხვათა შორის, გაციებული ბავშვის ფრენაც არასასურველია - ფრენის დროს წნევის ცვალებადობა ყურების ტკივილს იწვევს და თუ ამ დროს ცხირი გაჭედილია, ტკივილი შეიძლება საკმაოდ ძლიერი იყოს. თუ ამ დროს ფრენა გარდაუვალია, თან იქონიეთ ცხვირის გამხსნელი და ყურის ტკივილის წვეთები.

900
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია