ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოთავსებული 3 ახალშობილის მგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განგვიცხადა:
"სამივე მათგანი ისევ მართვით სუნთქვაზეა. ორი 2 თვის და ერთი 15 დღის ბავშვია. ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი და სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, მეორეს - ე.წ. ბრიტანული შტამი. თუმცა, მიმდინარეობს სექვენირება, რაც დასრულებული არ არის. მესამე ბავშვის შემთხვევაში ჯერ პასუხი არ გვაქვს. სამივე მათგანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. მოგეხსენებათ, აფხაზეთში ახლა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ცირკულირებს, პაციენტიც მძიმე მდგომარეობით იქიდანაა შემოყვანილი."- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მაია ჩხაიძის თქმით, ექიმებს ჯერჯერობით ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
თამარ იაკობაშვილი