"ბავშვი ძალიან იშვიათადაა ვირუსის პირველწყარო... პატარები, ძირითადად, ოჯახის წევრებისგან ავადდებიან" - თემურ მიქელაძე ახალი შტამის მიმდინარეობაზე ბავშვებში


ბავშვი იშვიათად არის კორონავირუსით ინფიცირების პირველწყარო. ბავშვები ძირითადად, ოჯახის წევრებისგან ავადდებიან - ამის შესახებ ცნობილმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა.
"კორონავირუსზე ეჭვი მიგვაქვს მაშინ, თუ ბავშვის ძიძა, მშობელი, ან ოჯახის რომელიმე წევრი ინფიცირებულია. ვირუსის პირველწყარო ძალიან იშვითადაა ბავშვი, თუმცა დელტა შტამის შემთხვევაში რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა ბავშვი იყო პირველწყარო. ძირითადად, ოაჯხის წევრებისგან ავადდებიან“, - განაცხადა ექიმმა. მისივე თქმით, რაოდენობრივად კორონავირუსით ბავშვთა მომავრთვიანობა უფრო მაღალი იყო ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა მძიმე შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის პროცენტული წილი ახლა გაცილებით მაღალია.
„წინა პანდემიის
დროს პრაქტიკულად არ გვქონია მძიმე შემთხვევები, ფატალური შემთხვევა კი არ ყოფილა, გარდა ერთისა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წინა შტამების გავრცელებისას დაავადების მიმდინარეობა მძიმე არ იყო, რამდენიმე კვირის მერე გვქონდა მულტისისტემური, პოლიორგანული ანთების სინდრომი. აგვისტოში ალბათ, ალფა შტამი მთლიანად ჩანაცვლდება დელტა შტამით და დაიწყება ფართომასშტაბიანი გავრცელდება. ერთადერთი გზა, რითაც ამ პროცესის შეფერხება შეგვიძლია, არის უფროსი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები დავიცვათ გართულებებისგან. რა ვაქცინაც არის ხელმისაწვდომი, ბავშვების ოჯახის წევრები იმით უნდა აიცრან, რათა აგვისტოში და სექტემბერში ფართომასშტაბიანი გავრცელება ავიცილოთ ტავიდან“ - განაცხადა თემურ მიქელაძემ.
რაც შეეხება სიმპტომებს, მიქელაძის თქმით, მკვეთრი სხვაობა შტამებს შორის არ არის და ძირითადად, მაინც რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გამოიხატება.
ვფიქრობ, 30%-ში უკვე ახალი, დელტა შტამია გავრცელებული. კლინიკური სურათი ოდნავ გასხვავებულია, თუმცა მკვეთრი სხვაობა არ არის, განაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში თითქმის იგივე სიმპტომებია, ძირითადად, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. დელტა ვარიანტში უფრო გახანგრძლივებული ცხელებაა გამოხატული, წინა შტამებს თუ დაბალი, 37-38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებდა და გრძელდებოდა 2-3 დღის განმავლობაში. ახლა 4-5 დღის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა ეს ხანგრძლივობა ზაფხულის ცხელი დღეებითაც აიხსნება. გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს ცხელების მართვა ბავშვებში გაძნელებულია, თუ არ იღებენ სწორად და სწორი რაოდენობით სითხეს. თუ ბავშვი ნორმალურად იღებს სითხეს, მისი ცხელების მართვაც უფრო სწრაფად მოხდება. 9-დან 19 წლამდე ასაკში კორონავირუსი ისეთივე სიმპტომებით მიმდინარეობს, როგორც უფროსებში - თავის ტკივილით, სახსრების ტკივილით, კუნთების ტკივილით. შეიძლება დაკარგოს ყნოსვა და გემო. 9 წლამდე ასაკში ყნოსვის დაკარგვა მხოლოდ 1%-ში გვხვდება“ - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

1241
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ბებია
1
უკვე დავიბენი: ან ჩემს შვილიშვილს არ ჰქონია ეს ვირუსი და პისიარ ტესტი შეცდა , ან ჩვენ_ უფროსებს _გადაგვიდია მისთვის კორონა, ჩვენ კი ისე მოგვიხდია იგი, ვერც გაგვიგია.
16:36 / 18-07-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია