რა უნდა იყოს საშიში ცხვირის წვეთებში, რომელსაც გაციების დროს ვიყენებთ? მას ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს და აფთიაქებშიც ურეცეპტოთ იყიდება. არადა აღმოჩნდა, რომ პატარა ბავშვებისთვის ეს წვეთები საკმაოდ საშიშია და სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში 5 თვის ბიჭუნა უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, რომელიც მაშინვე რეანიმაციურ განყოფილებაში მოთავსდა. აღმოჩნდა, რომ დედა ცხვრის წვთებს აწვეთებდა, რომელიც მეგობარმა ურჩია, დედა ამბობს, რომ ბიჭუნა ხშირად ავადობს, სულ გაციებულია და უკვე ერთი თვეა, ამ გამხსნელ წვეთებს იყენებს ყოველგვარი ექიმის დანიშნულების გარეშე. ინსტრუქცია არ წაუკითხავს - იქ მკაფიოდ არის მითითებული, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის ის დაუშვებელია.
ერთხელაც, მორიგი ჩაწვეების შემდეგ ბავშვმა ფერი დაკარგა, ხელ-ფეხი გაუცივდა, თვალები გადაატრიალა. მოგვიანებით ექიმებმა მძიმე ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს.
სამწუხარო, ბავშვები არც თუ იშვიათან ხვდებიან კლინიკაში ცხვირის გამხსნელი საშუალებებით მოწამლულნი, უფრო სწორად, სისხლძარღვთა შემავიწროვებელი წვეთებით, რომლებიც სურდოსგან ათავისუფლებს.
ძილიანობა, გულის რიტმის დარღვევა და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიონ ამ პრეპარატებმა, განსაკუთრებით თუ ისინი სპრეის სახითაა.
„ცხვირში სპრეის შესხურებისას შეიძლება ის არა მარტო ბავშვის ცხვირის ღრუში მოხვდეს, არამედ, მაგალითად, ევსტაქის მილში, რომელიც ბავშვებს მოზრდილებისაზე უფრო მოკლე აქვთ. სპრეისთან ერთად შეიძლება იქ ბაქტერიებიც შევიდეს, რამაც ოტიტი აევსტაქიიტი გამოიწვიოს. სპრეი შეიძლება მოხვდეს ბრონქებშიც და ასფიქსია ასხვა მძიმე შედეგები განვითარდეს“ - ამბობს მედიცინის დოქტორი მარინა ცაბაძე გამოცემა „მკურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ბავშვებისთვის უმჯობესია, რომ ცხვირის დამატენიანებელი წვეთები გამოვიყენოთ, რომლებიც ზღვის მარილებს შეიცავს. არსებობს ასევე ბავშვებისთვის დასაშვები სისხლძარღვების შემავიწროებელი, სურდოს სამკურნალო საშუალებები, თუმცა ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს პაციენტს.
„სურდოს ერთ-ერთი თვისება ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვნი გარსის სისხლძარღვების გაფართოებაა. ეს იწვევს შეშუპებასა და ცხვირის გაჭედილობას. სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების ადრენალინის რეცეპტორებზე, ავიწროებს მათ, ამის გამო შეშუპება მცირდება და ცხვირიც სუფთავდება.
თუმცა სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ეჩვევა ამ საშუალებებს და აღარ რეაგირებს მათზე. სისხლძარღვების განლეული კედლები ადვილად ტრავმატული და სისხლმდენი ხდება. პრეპარატის მოქმედების გარეშე სისხლძარღვები კარგავენ შევიწროების უნარს, ლორწოვანი შრება და სურდო გადადის ძნელად განსაკურნებელ ქრონიკულ ფორმაში.
ამდენად, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები სიფრთხილით მხოლოდ აუცილებლობის დროს უნდა გამოვიყენოთ, მაშინ, როდესაც სურდო არ გვაძლევს ძილისა და ლაპარაკის საშუალებას.
ეს პრეპარატები უკუნაჩვენებია ორსულობისას, რადგაშეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. სიფრთხილით ინიშნება ბავშვთა ასაკშიც, უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემით, ჰიპერტონიით დაავადებულთათვის“ - ამბობს მარინა ცაბაძე. .