რა სიმპტომებით ვლინდება დელტა შტამი ბავშვებში და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს მას, როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროება - ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთევან ლობჟანიძე ტვ პირველთან საუბრობს.
დელტა შტამით ბავშვების ინფიცირების მაჩვენებლი დღითიდღე მატულობს. დაავადება გრიპის ნიშნებით იწყება: ტემპერატურა 38,5 და მეტი, რომელიც 4-5 დღის განმავლობაში გრძელდება, ამ ფორმას ახასიატებს სურდო, ყელის ტკივილი, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი“, - განაცხადა ქეთევან ლობჟანიძემ. მისი თქმით, ეს სიმპტომები არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მძიმეა და მაშინვე საავადმყოფოში უნდა წაიყვანოთ. „კატეგორიულად არ გირჩევთ, პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ბავშვის კლინიკაში წაიყვანოთ“ - განაცხადა ექიმმა და ის სიმპტომებიც ჩამოთვალა, რომლის დროსაც ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია:
„სიმძიმის სიმტომებია სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, ძალიან ძლიერი დაღლილობა, პატარებს უჭირთ სითხის მიღება, წოვა. ამ დროს ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, რათა ეს სიმძიმე კრუნჩხვებამდე და გონების დაკარგვამდე არ მივიდეს“ - განაცხადა ქეტევან ლობჟანიძემ და გართულებებზეც ისაუბრა.
„არ მინდა ზედმეტად შევაშინო დედები, მაგრამ არ უნდა გამოგვეპაროს ის ნიშნები, რამაც შეიძლება ძალიან სერიოზულ გართულებებამდე მიგვიყვანოს. ასეთი გართულებებია გულსისხლძარღვთა დაავადებები, რესპირაციული პათოლოგიები, პნევმოპათია, პლევრიტი. ასეთი გართულებები არის გამონაკლისი“ - აცხადებს ქეტევან ლობჯანიძე. მან საფრანგეთში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეოთხე ტალღა ძირითადად 20-29 წლის ასაკობრივ კატეგორიას შეეხო. ბოლო დღეებში ამ ასაკში ინფიცირებამ იკლო და 10 წლამდე ბავშვებში გაიზარდა. ამ დროისთვის ათ წლამდე ასაკის 56 ბავშვია ჰოსპიტალიზებული და მათგან 10 რეანიმაციაშია. დაიღუპა 7 ბავშვი. ბოლო მათგანი იყო ახალშობილი, რომელსაც ვირუსი დედისგან გადაედო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულთა აცრა. ვაქცინის კომპონენტები ბავშვზე არ გადადის, ისევე როგორც ძუძუს წოვებისას, სამაგიეროდ გადადის ანტისხეულები, რითაც მას მშობიარობის შემდეგაც იცავთ“.