ექიმი თერაპევტი სოფო ბერიძე კოვიდპაციენტების ბინაზე მართვაში პრობლემებს ხედავს და ფიქრობს, რომ სწორედ ოჯახის ექიმების მკომპეტენციაზეა დამოკიდებული მომავალი 2 თვის სიკვდილიოანობის სტატისტიკა.
"დღეს გადამწყვეტია - დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა!
დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ....
ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ - ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც...
გვაკმაყოფილებს?
არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე - ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!
- ქუდზე ექიმი გამოიძახეთ...
- ექიმი და არა დიპლომი.
ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდ ექიმებო - რაც არ უნდა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, ჩვენზეა დამოკიდებული მომდევნო ორი თვის სიკვდილის ქრონიკა!
ჰუმანურობის, ეთიკის და მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს... ან ეს საქმე აღემატება ჩვენს კომპეტენციას..." - წერს სოფო ბერიძე და კომენტარებში აღნიშნავს, რომ ბევრი ექიმი მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით უძღვება საქმეს.
"თუ პაციებტს გაუმართლა - ასეთთან მოხვდება, თუ არა - მძიმდება და მერე აქოშინებამდე მიყვანილი პაციენტის გადარჩენის შანსები ბევრად მცირეა, ბევრად!" - წერს სოფო ბერიძე.