"მარტივი" ჭრილობები, რომლებიც სახლის პირობებში არ უნდა დაამუშავოთ - კომაროსვსკის რჩევები
"მარტივი" ჭრილობები, რომლებიც სახლის პირობებში არ უნდა დაამუშავოთ - კომაროსვსკის რჩევები


ხშირად მარტივ ჭრილობებს სახლის პირობებში ვუმკლავდებით, თუმცა არსებობს გარემოებები, როდესაც ერთი შეხედვით უბრალო ჭრილობა აუცილებლად სამედიცინო პუნქტში ყველა წესის დაცვით დამუშავებას მოითხოვს. ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი სწორედ ასეთ გარემოებებზე წერს.
აი, როგორი ჭრილობა საჭიროებს პროფესიონალურ დამუშავებას:

  1. სულ უმნიშვნელო ჭრილობაც კი ისეთ ადგილზე, სადაც კოსმეტიკური დეფექტის საშიშროება იქმნება
  2. ნაკბენისგან წარმოქმნილი ჭრილობა
  3. დაბინძურებული და რაიმე ხელსაწყოთი მიყენებული ჭრილობა, თუ ადამიანს ტეტანუსის ვაქცინა გაკეთებული არ აქვს
  4. თუ 30 წუთის განმავლობაში სისხლდენა არ ჩერდება
  5. ძლიერი ტკივილი, ჭრილობის ადგილის გაფითრება და მგრძნობელობის დაკარგვა ამ ადგილას
  6. ჭრილობის ირგვლივ გაჩენილი სიწითლე და შესიება, რომელიც მატულობს
  7. თუ ჭრილობის პირები ერთმანეთისგან 7 მმ-ზე მეტი მანძინითაა დაშორებული
  8. 2 სანტიმეტრზე ღრმა ჭრილობა
  9. თუ ეჭვი გაქვთ, რომ ჭრილობაში რაიმე ნაწილაკი ჩარჩა

1372
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები