რომელი პროდუქტებია აუცილებელი ბავშვის ტვინის განვითარებისთვის და მეხსიერების გასაუმჯობესებლად
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რომელი პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ბავშვის ტვინის განვითარებისთვის:

- თავის ტვინის ჯანმრთელობა მუცლადყოფნის პერიოდიდან ყალიბდება. B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით B6, B12, ფოლიუმის მჟავა და მისი მარილებია გასათვალისწინებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია D ვიტამინის შემცველობა საკვებ რაციონში. გაითვალისწინეთ, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3-ის როლი ბავშვის ტვინის ფორმირებაში. არ დაგავიწყდეთ ისეთი მინერალები, როგორიცაა რკინა, თუთია, იოდი. ასევე, ნივთიერება, რომელსაც ქოლინი ჰქვია. ბავშვის განვითარებისათვის, ორგანიზმის შენებისა და მისი ტვინის ჩამოყალიბებისათვის, ნებისმიერი ფუნქციისა და რეაქციის
განხორციელებისათვის გვჭირდება ცილა. ამიტომ, ბავშვის ორგანიზმის სისტემატურად უნდა შევაფასოთ კრიტიკულად, იღებს თუ არა საკმარისი რაოდენობის ცილას. მხოლოდ ხორცით არ უნდა ვკვებოთ, მრავალფეროვნებით უნდა გამოვიყენოთ პროდუქტები.
mshoblebi
თევზის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ცხადია ალერგიული რისკის შეფასებით, იმიტომ, რომ თევზი და ზღვის პროდუქტები ალერგიული პროდუქტების სიაში შედის. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ერთად, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები უნდა გვახსოვდეს. უსამართლოდ მივიწყებულ ლობიოს გავიხსენებ და მასთან ერთად ყველა იმ პარკოსანს, რომელიც საქართველოში ხარობს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. ისპანახი, რომელიც ჩვენში ხემსად მიიჩნევა, უნდა განვიხილოთ, როგორც ცილის, ასევე რკინის წყაროდაც. ამიტომ, თუ მარცვლეულთან, ბურღულეულთან, პარკოსნებთან და ბოსტნეულთან ერთად გავითვალისწინებთ სწორი ცხიმების გამოყენებას, მაშინ მცენარეული და ცხოველური ცილის კომბინაცია ბავშვს იმ აუცილებელ ამინომჟავებს მისცემს, რომელიც მის ტვინს
სჭირდება. ქოლინის ბუნებრივი წყარო კვერცხია. რაც შეეხება იოდს, საზოგადოებაში ხშირად იყენებენ იოდიან მარილს. იოდის დეფიციტის ზონად ვრჩებით, ჩვენი ნიადაგი და წყალი ღარიბია მისით, რაც იმას ნიშნავს, რომ გვჭირდება აუცილებლად საკვებ რაციონში ისეთ პროდუქტებზე ყურადღების გამახვილება, რომლებშიც ბუნებრივად შეიძლება იყოს იოდი. ზღვის პროდუქტები ამ მხრივ ძალიან კარგი არჩევანია. შესაძლოა ყოველდღიურად ოჯახი ამას ვერ გასწვდეს, მაგრამ სხვადასხვა კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ხორცის მცირე ნაჭერი. თუ არ გვაქვს, ლობიო, ისპანახი სალათში გამოვიყენოთ. ასევე, რძის ნაწარმი, რომელიც მდიდარია გარკვეული რაოდენობის ქოლინითა და საჭირო ვიტამინებით.
4342
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები