დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გადაცემაში "დღის თემა" არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ უნდა აიცრან მოქლაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. მისი თქმით, ორჯერადი აცრა 9,3-ჯერ იცავს ინფიცირებისგან, 23-ჯერ ნაკლებია ჰოსპიტალში და შემდეგ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის რისკი, ხოლო 25-30-ჯერ ნაკლებია გარდაცვალების რისკი.
"დამერწმუნეთ, ეს რეალური ციფრებია. აცრა სერიოზულად იცავს. რა თქმა უნდა, 100%-იანი მედიცინაში არაფერია. 903 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანიდან 11 ათასს კოვიდი დაემართა, მაგრამ მათ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. დაგიდასტურებთ, რომ არის გარდაცვალების შემთხვევებიც. აგვისტოს ბოლოსთვის არსებული მონაცემით, ორჯერადად აცრილი 23 გარდაცვლილი გვყავდა, მაგრამ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები იყო. განასხვავეთ, სამწუხაროდ, 9 ათასამდე გარდაცვლილი და მათ შორის 99% აუცრელი და აცრილში 23 ადამიანი." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.