თითქმის ყოველი მეორე ბავშვი დადის სპორტზე. თუმცა სპორტის ყველა სექცია ყველა ბავშვისთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ ბავშვს რომელიმე სპორტულ სექციაში ჩაწერთ, სპორტის რომელმა სახეობამ როგორ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები - თუ ბავშვს "სკოლიოზი" ან სხვა დარღვევა დაუმტკიცდა, მისთვის სპორტის ასიმეტრიული სახეობები (ბადმინტონი, ჩოგბურთი) არ შეიძლება. სქოლიოზის დროს კარგია ცურვა. ცურვის სხვადასხვა სახეობა: ბრასი, კროლი, ბატერფლაი - დაავადების სხვადასხვა სტადიაზე; კარგია ზამთარში თხილამურები (აუმჯობესებს ზურგის კუნთების მდგომარეობას), აი, სნოუბორდი კი აკრძალულია. დაზიანებული ხერხემლის დროს ნუ მიიყვანთ ბავშვს ფიგურულ სრიალზე, ცეკვაზე, ნუ უყიდით სკეიტბორდსა და გორგოლაჭებს. ნუ ჩაწერთ ბავშვს დეფორმირებული ხერხემლით მხატვრული ტანვარჯიშის წრეზე, სირბილზე. აი, ბურთით თამაში არ ეკრძალება. არც ველოსპიდი, მაგრამ ისიც მოკლე დისტანცაზე.
სუსტი მხედველობა - ნუ მიიყვანთ ბავშვს სპორტული ტანვარჯიშის წრეზე, სამთო-სათხილამურო სპორტზე, ფეხბურთზე, ჰოკეიზე, ორთაბრძოლაზე. მაგრამ თუ ბავშვს არ აქვს მიოპია, გართულებები ბადურაზე ან ფსკერზე, არ უნდა გაუჭირდეს კალათბურთზე, ფრენბურთზე, მხატვრულ ტანვარჯიშზე, ფიგურულ სრიალზე, საცხენოსნო სპორტზე, ცურვასა და ჩოგბურთზე.
ბრონქიალური ასთმა - ახლა დამტკიცდა, რომ ფიზიკური აქტივობა სასარგებლოც კია ასთმიანი ბავშვისთვის, მაგრამ ექიმთან კონსულტაცია მაინც აუცილებელია.
შესაძლო გართულებები - ტრავმულობის მხრივ ყველაზე საფრთხილოა სპორტული ტანვარჯიში. გარდა ამისა, გადამეტებულმა ვარჯიშმა შეიძლება შეაფერხოს ბუნებრივი ზრდის პროცესი, ბავშვს განუვითარდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ხოლო მწვრთნელის გადამეტებული მოთხოვნების გამო - ნერვული აშლილობა და კონფლიქტები.
თუ თქვენი შვილი ლიდერის თვისებებით გამოირჩევა, შეიყვანეთ მხატვრულ ან სპორტულ ტანვარჯიშზე, პინგპონგზე ან ჩოგბურთზე. თუ თქვენი შვილი მორცხვია, მკაცრი წესების მქონე გუნდურ სპორტზე ნუ შეიყვანთ. მაგალითად, ორთაბრძოლაზე, სადაც გაბრაზება უნდა გამოავლინოს და ფიგურულ სრიალზე, სადაც ლიდერის თვისებებიც უნდა ჰქონდეს და ყველას ყურადღებაც მისკენაა მიპყრობილი. მგრძნობიარე და წყენია ბავშვებს მოეწონებათ ცურვა და საცხენოსნო სპორტი.
განსაკუთრებული მიმართვა - დადებითად მოქმედებს ჰიპერაქტიურ ბავშვებზე. მათზე, ვინც ხშირად ხდება ავად, სწრაფად იღლება, ძალიან ემოციურია ან აგრესიული.
მოეწონებათ მოუსვენარ, ჰიპერაქტიურ ბავშვებს. დაუმშვიდდებათ ემოციები, ნევროლოგიური პრობლემები.
კარგია ზედმეტად გამხდარი ბავშვებისთვის. მათთვის, ვინც სწრაფად იღლება. უენერგიობას (ასტენიკურობა) უჩივის. ვარჯიში ბავშვს ეხმარება ჰარმონიულად და სიმეტრიულად განუვითარდეს ფილტვები, სხეული. გამოიმუშაოს გამძლეობა
ჰიპერაქტიურ ბავშვებს. მათაც, ვისაც აქვს მოჭარბებული ენერგია, უჭირთ აგრესიასთან გამკლავება, არიან მოჩხუბრები.
ისევე როგორც აიკიდო, უშუ ეხმარება აღგზნებად ბავშვს პრობლემების გადალახვაში.
საცხენოსნო სპორტი
ცხენებთან კონტაქტი ამშვიდებს და ამავდროულად ათამამებს ბავშვს. უქმნის კომფორტის შეგრძნებას, ათავისუფლებს სტრესისგან, აუმჯობესებს ხერხემლისა და კუნთების მდგომარეობას.განსაკუთრებული მიმართვა - განსაკუთრებით სასარგებლოა მკვეთრი ქმედებების მქონე და ემოციური ბავშვებისთვის. მათთვის, ვისი აღგზნებადობა და ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიურ პრობლემებს უკავშირდება.