ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას საავადმყოფოში არსებულ სიტუაციასა და კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას აჯამებს:
"ბოლო დღეებია მომართვიანობა შედარებით შემცირებულია. კოვიდით კლინიკაში, დაახლოებით, 80-დან 90-მდე პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციაში 16 ბავშვია მოთავსებული, კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვზე მყოფი პაციენტი ამჟამად არ გვყავს. რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან დაახლოებით ნახევარი წლამდე ასაკისაა, დანარჩენი მოზრდილი ბავშვები არიან, რომლებსაც სხვადასხვა თანმხლები დაავადება აქვთ, ეს არის ქრომოსომული დაავადებები, გულის მანკები, ონკოლოგიური, სისხლის დაავადებები, ნევროლოგიური პრობლემები და სხვა. რაც შეეხება მშობლებს, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ, მათგან 8 ორჯერადა აცრილია და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია."
მაია ჩხაიძის თქმით, ჯერჯერობით ე.წ. ტვინდემია არ დაწყებულა და შემთხვევები არც ბავშვებში გამოვლენილა.
"დაახლოებით, ნოემბრის ბოლოდან სეზონური გრიპის ვირუსი გააქტიურდება და შემდეგ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ." - განაცხადა მან.
მისივე თქმით, კოვიდის მიმდინარეობა და სიმპტომები არ შეცვლილა.
"ვფიქრობ, ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლი გადასახედია იმიტომ, რომ ყველა ბავშვი, რომლებიც ჩვენთან, კლინიკაში კორონავირუსით წვება, ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. არიან ბავშვები, რომლებიც შესაძლებელია თავისუფლად იმართონ ბინაზე." - ამბობს ის.
მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში სეზონური ვირუსებით მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია.
თამარ იაკობაშვილი