როგორც ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი განმარტავს, აუცილებლად უნდა გააღვიძოთ, წყალი დაალევინოთ და სიცხის დამწევი საშუალება მივცეთ. რადგანაც, მაღალი ტემპერატურის მთავარი პრობლემა ისაა, რომ
პირველი, შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ, თუ ტემპერატურა 38 გრადუსამდეა, მაგრამ თუ იზრდება, მაშინ მიეცით სიცხის დამწევი საშუალება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ პირობებში სძინავს ბავშვს. თუ ოთახში გრილა და ჰაერი არ არის გამომშრალი, თუ ბავშვმაც საკმარისი რაოდენობის სითხე დალია, მაშინ ნორმალური შარდვა ექნება, მაგრამ თუ ოთახში ცხელა და ჰერი მშრალია, თუ ბავშვი არ იღებს სითხეს, მაშინ სიცხე აუწევს, შესაძლოა 40 გრადუსსაც გადასცდეს და საავადმყოფოში მოგიწიოთ წასვლა. ამიტომაც, თუ გრძნობთ, რომ მაღალი სიცხე აქვს, აუცილებლად გააღვიძეთ, წყალი მიეცით და ოთახში ჰაერის ტემპერატურა მოაწესრიგეთ.
როდის ნუროფენი და როდის - პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე
როგორ დავუგდოთ ბავშვს მაღალი სიცხე წამლების გარეშე